შეიძლება ითქვას, რომ იოჰან კრუიფი ლუის ვან გაალს სასამართლოში უჩივის
შეიძლება ითქვას, რომ იოჰან კრუიფი ლუის ვან გაალს სასამართლოში უჩივის. ყველა დროის უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელი არ აპირებს შეეგუოს, რომ მისი მშობლიური კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდეს ადამიანი, ვისთანაც მას წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აკავშირებს.

კრუიფი "აიაქსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლავთ, თუმცა ამსტერდამულ გრანდში დღეს რეალურად სწორედ ის ფლობს ყველაზე დიდ გავლენას. სწორედ "მფრინავმა ჰოლანდიელმა" შეიმუშავა გეგმა, რომლის წყალობითაც "აიაქსმა" ყოფილი აიაქსელები საკლუბო სისტემაში დააბრუნა. ლაპარაკია "აიაქსიდების" მთელ ჯგუფზე - ვინ იონკზე, მარკ ოვერმარსზე, ედგარ დავიდსზე, პატრიკ კლუივერტზე, იააპ სტამსა და დენის ბერგკამპზე. ვან გაალის დაბრუნება კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ კრუიფის გეგმა აღარ განხორციელდება.

მიზეზი ვან გაალის უხიაგი ხასიათია. ვეტერან ვარსკვლავებს მასთან მუშაობის პერსპექტივა უბრალოდ აშინებთ. დირექტორატის რიგითმა წევრებმა, ალბათ იმის ნიშნად, რომ კრუიფისთვის დაემტკიცებინათ, კლუბში გარკვეულ გავლენას ჩვენც ვფლობთო, ვან გაალს ზემოთ ხსენებული პოსტი შესთავაზეს. კრუიფი სასამართლოში დირექტორატის სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის ძალითაც ვან გაალი პოსტზე დაინიშნა.

მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. "მარტში კლუბის დირექტორატს წარვუდგინე კლუბის განვითარების კონცეფცია და უკანასკნელ დრომდე სწორედ მას მივყვებოდით. ახლა ამ გეგმის განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნა, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს, რადგან ჩვენი გათვლებით ის "აიაქსში" ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გამხდარიყო," - აცხადებს კრუიფი.

გრეგორი ვან დერ ვილი "აიაქსის" ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. გასაკვირი არ არის, რომ მის შეძენას ევროპული გრანდები უკვე წლებია ცდილობენ.

ყველაზე მეტს ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველის "ბაიერნში" გადასვლაზე წერდნენ, მაგრამ რეკორდმაისტერის ენაჭარტალა ბოსმა ული ჰიონესმა ამსტერდამელები სასურველ ფასზე ვერაფრით დაითანხმა და მოლაპარაკებები საერთოდ შეწყვიტა. 1,5 წლის წინ "აიაქსი" ფეხბურთელში 17 მილიონ ევროს ითხოვდა.

გერმანელებმა კი 15-ზე მეტის გადახდაზე კატეგორიული უარი თქვეს. "ბაიერნმა" მოლაპარაკებები გასულ ზაფხულს განაახლა. თუმცა ახლა უკვე თავად ფეხბურთელმა არ ისურვა "ალიანს არენაზე" გადასვლა. ამჟამად ყველაზე ხშირად ფეხბურთელის "ვალენსიაში" გადასვლაზე იწერება. ვან დერ ვილის აგენტი აცხადებს, რომ ამის შანსი საკმაოდ დიდია. "ლოს ჩეს" ფეხბურთელი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

"ვალენსია? რატომაც არა. ამ ვარიანტზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მართალია ჩემდამი მათ ინტერესზე ბევრი მსმენია, მაგრამ გარკვეული ჯერ არაფერია. წარმოდგენა არ მაქვს ხვალ რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ოდესმე "აიაქსში" აუცილებლად დავბრუნდები და კარიერას სწორედ ამ დავასრულებ," - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

"აიაქსიდან" კიდევ ერთი ფეხბურთელის წასვლაზეა ლაპარაკი. "ნაპოლი" მაროკოელი მუნირ ელ ჰამდაუის შეძენას გეგმავს. ფრანკ დე ბურმა რამდენიმე თვის წინ თანაგუნდელებთან დაუსრულებელი კონფლიქტების გამო 27 წლის თავდამსხმელი დუბლებში გადაიყვანა. ძირითად გუნდში მის დაბრუნებას არც არავის აპირებს. ასეთ დროს, კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელის მოშორებაზე ხელს ვინ არ მოაწერს? სავარაუდო სატრანსფერო თანხა უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა