ფიბა-ევროპა ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, სადაც ჩვენებურს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარების შანსი აქვს
ფიბა-ევროპა ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, რომლის შედეგად გამარჯვებული ორ ნომინაციაში ვლინდება: ევროპის №1 კალათბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა.

პირველად ისტორიაში ნომინანტთა შორის ქართველიცაა - თორნიკე შენგელია. იგი 2011 წლის გამორჩეულ 10 ახალგაზრდა კალათბურთელს შორისაა დასახელებული, რაც თავისთავად დიდი აღიარებაა. თუმცა, თორნიკემ იმდენად კარგად ჩაატარა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი და იმდენად დამაჯერებლად გამოდის ევროლიგაზე "შარლერუას" შემადგენლობაში, რომ მისთვის გამოკითხვაში მეათე ადგილი ნამდვილად არ გვემეტება.

სტატისტიკასაც მოვიშველიებთ. 20 წლამდელთა B დივიზიონის მატჩებში ქართველ ახალგაზრდას (1991 წელსაა დაბადებული, 207 სმ სიმაღლისაა) 9 მატჩში საშუალოდ 33.9 წუთში 29.9 ქულა, 12 მოხსნა, 2.6 პასი, 2.3 დაფარება და 1.9 ჩაჭრა ჰქონდა. მოკლედ, იგი ერთი თავით მაღლა იდგა შეჯიბრების მონაწილე ყველა კალათბურთელზე.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თორნიკეს ნიკა ცქიტიშვილთან და ვლადიმერ ბოისასთან უწევდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კონკურენცია. თუმცა საშუალოდ 20.5 წუთს მაინც თამაშობდა, 8.8 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ესპანურმა გამოცემა "სოლობასკეტმა" შენგელია ევრობასკეტის აღმოჩენათა შორის დაასახელა.

სანაკრებო ბატალიების მოსტუმრების შემდეგ იგი ბელგიურ "შარლერუას" შეუერთდა და ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში, მადრიდის "რეალთან" 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია: 19.5 წუთი, 7.7 ქულა, 5 მოხსნა, 1.3 პასი. 20 წლის ახალგაზრდასთვის ევროლიგაზე სადებიუტო სეზონისთვის კარგი მაჩვენებლებია.

ფიბა-ევროპა ათეულში შემთხვევით არავის შეიყვანდა. დანარჩენ 9 ახალგაზრდასაც ზურგსუკან ნობათიანი სეზონი აქვს. ამიტომ, აუცილებელია ვიაქტიუროთ და ვისაც ინტერნეტზე ხელი მიგვიწვდება ყოველდღიურად მივცეთ ხმა შენგელიას. გამოკითხვაში ათიდან სამი უნდა შევარჩიოთ, ერთს (თორნიკეს) პირველი ადგილი მივაკუთვნოთ, მეორეს (ნებისმიერის არჩევა შეგიძლიათ) - მეორე ადგილი, მესამეს - მესამე. ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ .

აქვე გაგაცნობთ შენგელიას კონკურენტთა ვინაობას: ალეხანდრო აბრინესი ("უნიკახა", ესპანეთი), ალექსანდრ ცვეტკოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), ალესანდრო ჯენტილე ("ბენეტონი", იტალია), დარიო სარიჩი ("ზაგრები", ხორვატია), დმიტრი კულაგინი ("ტრიუმფი", რუსეთი), ენეს კანტერი ("იუტა", აშშ), იონას ვალანჩიუნასი ("რიტასი", ლიტვა), ნიკოლა მიროტიჩი ("რეალი", ესპანეთი), პრჟემისლავ კარნოვსკი ("ტარნობრჟეგი", პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
ასე არ ჯობია თქვენც გაიხარეთ და გულსემატკივარიც გაგვახარეთ
c
მაგარი ხარ აბა სჰენ იცი
დევიდ აირონს
აბა წავიდა ძმებო! მივცეთ ხმა, თორნიკეს, ახლა სჭირდება გვერდში დგომა!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"