ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ირაკლი ცირეკიძის იაპონური წილი

ირაკლი ცირეკიძის იაპონური წილი

"დიდი მუზარადის" სალიცენზიო ტურნირზე მასპინძელმა იაპონელებმა ქართველი ძიუდოისტი პერსონალურად მიიწვიეს
დღეს ტოკიოში ძიუდოისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" სალიცენზიო ტურნირი იწყება.

ძიუდოს სამყარო ოდითგანვე მიაგებდა პატივს სპორტის ამ სახეობის შემქმნელის ხსოვნას - უკლებლივ ყველა ცნობილი ძიუდოისტი თავს მოვალედ მიიჩნევდა, ამ მემორიალზე ჩასულიყო და ეჭიდავა. ამას იაპონელთა პრაგმატიზმიც ემატება, რომლებიც მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს უქმნიან სტუმრებს.

მათ შორის ერთ-ერთი მეთოდი პერსონალური მიწვევაა, რაც გზის ფულის, სასტუმროსა თუ სხვა ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ასეთი მიდგომა ასპარეზობის ავტორიტეტს განაპირობებს და ის სიძლიერით თამამად დაუდგება გვერდში მსოფლიოს პირველობას - აქ წონაში ოთხ-ოთხი იაპონელი გამოდის, მსოფლიოზე ქვეყნიდან ორ-ორი მონაწილე კი მხოლოდ ორიოდ წლის წინათ დაუშვეს. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს კანოსა და პარიზის შეჯიბრებებთან ერთად თბილისის ტურნირიც უძლიერესთა იმ სამეულში შედიოდა, რომელსაც არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს უწოდებდნენ.

წლეულს კანოს მემორიალზე საქართველოდან მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100) გამოდის. ისიც მასპინძლებმა მიიწვიეს პერსონალურად, თორემ საერთოდ არ გვეყოლებოდა მონაწილე, რადგან ფედერაციას საჭირო თანხები არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ჩვენი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელებმა მიიპატიჟეს, როგორც მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი.

ჩვენებური საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა. პირველ შეხვედრას არგენტინელ კრისტიან შმიდტთან გამართავს, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია. გაუჩო არაა ძლიერი კონკურენტი და მისი ძლევა არ უნდა გაუჭირდეს, მეორეში კი მასპინძელ ტაცუკი მასუბუჩისა და ყაზახ მაქსიმ რაკოვს შორის მოგებულს შეხვდება.

იაპონელი ახალბედაა და მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რაკოვი კი მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი და წლევანდელის ფინალისტია. ის წლეულს ძალზე კარგად ჭიდაობს - სეზონის დასაწყისში ბაქოში მასტერსზე მესამე იყო, როგორც - მოსკოვში "დიდ მუზარადსა" და ჰამბურგში ევროპის თასზე, მოიგო დიუსელდორფის "დიდი პრიზი", ხოლო ამსტერდამის ამავე რანგის შეჯიბრებასა და მსოფლიოს პირველობაზე მეორეზე გავიდა. წლეულს მან ერთადერთი შეჯიბრება ჩააგდო - აზიის პირველობა, თუმცა ბრინჯაოსთვის იქაც იჭიდავა. ერთი სიტყვით, ჩინებულ სეზონს ატარებს, ცირეკიძესთან კი უარყოფითი ბალანსი აქვს - მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ჩვენებურმა მოუგო, ოღონდ ეს 2009 წელს იყო, გერმანულ სინდელფინგენში.

ცირეკიძის ჯგუფში კიდევ ოთხი ფალავანია, რომლებიც ასე დაწყვილდნენ: რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) - ვიაჩესლავ დენისოვი (უკრაინა); ტამუულენ ბატულგა (მონღოლეთი) - კიეონგ ტაე კიმი (სამხრეთ კორეა).

ამათგან ჩვენებური პირველი წყვილის ფალავნებს კარიერაში მხოლოდ თითოჯერ შეხვედრია და ორივე დაუმარცხებია (საიდოვს შარშან მსოფლიოზე აჯობა, კუბელ ორეიდის დესპაინთან იმ ავადსახსენებელი შეხვედრის წინ, როცა საჭიდაოდ გასვლა დააგვიანა და შეჯიბრებიდან მოხსნეს), კორეელს არ შეხვედრია, მონღოლს კი პირველად წლეულს დაეჭიდა დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" და წააგო.

ნახევარფინალში საპირისპირო ჯგუფიდან ყველაზე ძლიერი ჩეხი მსოფლიოს პრიზიორი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი ჩანს, თუმცა ერთი-ორ სუსტ მეტოქესთან ერთად აქვე არიან გერმანელი ევროპის ორგზის მესამე ადგილოსანი ბენჯამინ ბერლა, ბრაზილიელი ლეონარდო ლეიტე, რუსი სერგეი სამოილოვიჩი და ფრანგი ტიერი ფაბრი.

ერთი შეხედვით, ცირეკიძეს არც ისე სუსტი ჯგუფი ერგო, თუმცა ამ რანგის ტურნირზე იოლ მეტოქეებს არც უნდა ელოდო. თანაც, წილისყრის ბადეს თუ გადავხედავთ, ჩვენებურს ასცდნენ ამ შეჯიბრების მთავარი ფავორიტებიც და მისთვის უხერხული მოწინააღმდეგეებიც - იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი, ბელგიელი ევროპის ორგზის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი (ამასთან ცირეკიძემ ბოლო ორი შეხვედრა წააგო და მხოლოდ ერთხელ მოუგო), მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი, გერმანელი ევროპის პრიზიორი დიმიტრი პეტერსი, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა, 33 წლის კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰე ტაე ჰვანგი, ვინც 2003 წელს ზურაბ ზვიადაურს სასწაულებრივად შემოუბრუნა ფინალური შეხვედრა, და კიდევ ერთი ვეტერანი, 34 წლის ებრაელი მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი არიელ ზეევი.

როცა ასეთი მეტოქეები ასცდნენ, ფორტუნაზე საყვედური არ გვეთქმის, დანარჩენი კი მის მონდომებაზეა დამოკიდებული. მისთვის განსაკუთრებით საშიშნი ფან დერ ხესტი და ტუვშინბაიარი იქნებოდნენ. ანაიც - იმის მიუხედავად, რომ ცირეკიძემ ის პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე გააბითურა, იაპონელთან სახლში თავიდანვე შეხვედრას მაინც არ ისურვებდა.

ცირეკიძე კვირას იჭიდავებს, დღეს კი ტურნირში ვაჟთაგან 60-66, ხოლო ქალთაგან 48-52-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ხვალ ტატამზე ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები გავლენ, ქალებში კი 67-63-კილოგრამიანები გაარკვევენ მედალოსნებს. დანარჩენები კვირას იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ამერიკული დოლარია.

ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 3 000-ს, ხოლო მესამეზე გასულები - 500- 500 დოლარს. მაღალია სალიცენზიო ქულათა რაოდენობაც - გამარჯვებული მარაგს 300 ქულით გაიმდიდრებს, მეორეზე გასული - 180-ით, ბრინჯაოს პრიზიორი - 120-ით, მეხუთე გასული კი 60-ს მიიღებს. თუმცა უქულოდ არც მანამდელ ეტაპზე წაგებულები დარჩებიან - თუნდაც ერთი წრის გავლა 12 სარეიტინგო ქულას მისცემს. ცირეკიძის მთავარი ამოცანაც ახლა ქულათა მარაგის შევსებაა, რათა 16 საუკეთესოს შორის მოხვდეს და 14-15 იანვარს ალმატიში მასტერსზე გამოსვლა გაინაღდოს. ამჟამად მას სანუკვარ მიზნამდე 56 ქულა აშორებს.

ცირეკიძე ტურნირის შემდეგ ტოკიოში ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩება, იქიდან კი ჩინეთში გადავა, სადაც ის და ლომერ ჟორჟოლიანი (100) 16-18 დეკემბერს ქინგდაოში "დიდ პრიზზე" იჭიდავებენ. ორივე ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძვის, ამ დავაში კი ჯერჯერობით ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი ლიდერობს - ის ოლიმპიურ რეიტინგში მე-12, ცირეკიძე კი 18-ეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება

[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა