მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგას მე-7 ტურის შემდეგ გურამიშვილი და ბაციაშვილი ლიდერობენ
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუშინდელ მე-7 ტურში დიდოსტატების - ინგა ჭარხალაშვილისა და ერთპიროვნულ ლიდერ სოფიკო გურამიშვილის პარტია ყაიმით დამთავრდა, რამაც თამარ ხმიადაშვილის მძლეველ ნინო ბაციაშვილს საშუალება მისცა, ქულებით გურამიშვილს გათანაბრებოდა.

ასევე, წარმატებით ითამაშეს მაკა ფურცელაძემ, მირანდა მიქაძემ და სალომე ხაჟომიამ, რომლებმაც, შესაბამისად, ნინო ხომერიკი, მადონა ბოკუჩავა და სოფიკო ნიკოლაძე დაამარცხეს. დაზავდნენ სოფიო გვეტაძე - ალექსანდრა ვახანია, ინგა ხურცილავა - სოფიკო ხუხაშვილი.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ: გურამიშვილი, ბაციაშვილი - 6-6, გვეტაძე, ჭარხალაშვილი, ფურცელაძე, მიქაძე, ხაჟომია - 5-5, ვახანია, კობეშავიძე, კუჭავა - 4,5-4,5 ქულა.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ფურცელაძე - ბაციაშვილი, გურამიშვილი - მიქაძე, გვეტაძე - ჭარხალაშვილი, კობეშავიძე - ხაჟომია, ვახანია - კუჭავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...