2012 წლის 17 თებერვლიდან საქართველოს დედაქალაქში ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში სუპერტურნირი ჩატარდება
2012 წლის 17 თებერვლიდან თბილისი მსოფლიო საჭადრაკო ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

ჩატარდება ქალთა ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი სუპერტურნირი სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც პლანეტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ორი მონაწილითაა წარმოდგენილი. შეჯიბრის საპრიზო ფონდი - 40 000 $ შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია სწრაფ ჭადრაკში გამართული ტურნირებისთვის.

ტურნირის ორგანიზატორია: "პმა" (პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. გენერალური სპონსორი - "სოკარ ენერჯი ჯორჯია". მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

აღსანიშნავია, რომ თბილისში სუპერტურნირის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც წლეულს, მაისში მაღალ დონეზე ჩატარებულმა ევროპის ქალთა ინდვიდუალურმა ჩემპიონატმა მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში დიდი მოწონება დაიმსახურა. ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გააკეთა.

გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი):" 2010 წელს ბათუმმა ახალაგზრდა მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2011 წლის მაისში თბილისში ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რამაც საჭადრაკო სამყაროში დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ ამის შედეგია, რომ რამდენიმე დღის წინ მოგვივიდა შემოთავაზება, ვუმასპინძლოთ ქალთა სუპერტურნირს სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას 12 უძლირესი მოჭადრაკე, მათ შორის ორი ქართველი - სავარაუდოდ მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე მიიღებენ".

გიორგი გალდავა:" 2012 წლის თებერვალში თბილისი სწრაფ ჭადრაკში სუპერტურნირს უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია. 12 უძლირეს მოჭადრაკესთან ერთად პირველობისთვის ორი ქართველი - მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე იბრძოლებენ, საკმაოდ სოლიდური იქნება საპრიზო ფონდიც - 40 ათასი დოლარი. ტურნირის გამარჯვებული მოჭადრაკე კი 10 ათას დოლარს მიიღებს".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"