უცნობი ვარსკვლავი

როგორც ჩანს, ქალთა მძლეოსნობაში ახალი სექს-სიმბოლო გამოჩნდა. რუს ელენა ისინბაევასა და ხორვატ ბლანკა ვლასიჩს სერიოზული კონკურენტი ჰყავთ 19 წლის დარია კლიშინას სახით. თანაც ეს მძლეოსანი მხოლოდ ლამაზი გარეგნობით არ გამოირჩევა - ძლიერი სიგრძეზე მხტომელია და წელს "ბრილიანტის ლიგის" ორი ეტაპიც მოიგო, რითაც ამ კომერციული სერიის საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლო ეტაპის წინ კლიშინა ერთ ქულას აგებდა ლიდერთან - ამერიკელ ბრიტნი რისთან, მაგრამ ციურიხის ტურნირი წააგო და მეორე დარჩა. არადა, რუსს მხოლოდ წელს ჰქონდა დებიუტი "უფროსების" ტურნირებში. ეს წელი მან სეზონის საუკეთესო ნახტომით დაიწყო - 6,87 მეტრი აჩვენა და ლეგენდარული გერმანელის, ჰაიკე დრექსლერის იუნიორთა რეკორდამდე სულ ერთი სანტიმეტრი დააკლდა.

სხვათა შორის, კლიშინას შარშან, ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება შეეძლო - მან შესარჩევი ნორმატივი გადალახა, მაგრამ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ამჯობინა და ჩემპიონიც გახდა. 2007 წელს ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს პირველობაც მოიგო.

წელს კი უკვე საბოლოოდ გადავიდა დიდების ტურნირებზე და თითქმის ყველა ვარსკვლავი დაამარცხა - ინეტ რადევაცი, ნაიდე გომეში, ბრიტნი რისი, ჰაილის ფონტეინი... დარიამ "ბრილიანტის ლიგის" ოთხ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა - ორი მოიგო და თითოჯერ მეორე-მესამე ადგილები დაიკავა.

სპეციალისტების აზრით, ნორჩ მხტომელს არამარტო სპორტში აქვს უდიდესი პოტენციალი, არამედ მას სულ იოლად შეუძლია თავისი სილამაზით სტადიონებზე უამრავი მაყურებელი მოიზიდოს. ხტომის სექტორში კლიშინა მაკიაჟის, მანიკურისა და სამკაულის გარეშე არ გადის. სიმაღლე 180 სანტიმეტრია, წონა 57 კილოგრამი და მისი მონაცემების ნებისმიერ მოდელს შეშურდებოდა. სხვათა შორის, დარიამ აღიარა, რომ არაერთხელ ჰქონია შემოთავაზება სამოდელო სააგენტოებიდან, მაგრამ ჯერ მთლიანად სპორტულ კარიერაზეა კონცენტრირებული.

სპორტული ცხოვრების დასაწყისში კლიშინა აქცენტს ფრენბურთზე აკეთებდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ხასიათით ინდივიდუალისტია და მძლეოსნობაში გადავიდა. იქ კარგა ხანი დისციპლინა ვერ აირჩია და ერთი პირობა ბირთვის კვრას (!) მიჰყო ხელი. თუმცა ყველაზე კარგად ხტომა გამოუვიდა და ბოლო ხუთი წელია სიგრძეზე ხტომას მისდევს.

კლიშინა ჯერჯერობით არ ჩანს ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, მაგრამ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა პროგრესი, მალე მიიღებს წინადადებას უპოპულარულესი გამოცემებისგან.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა