"დინამოს" ჩეხმა ლეგიონერმა "დილასთან" (2:0) მატჩსა და "კოლხეთთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
ფოთის "კოლხეთთან" მოახლოებული თამაშის წინ, "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი დინამოელთა ჩეხმა ლეგიონერმა, ირჟი ჰომოლამ გააკეთა.

ირჟი ჰომოლა:"ბოლო ორი შეხვედრა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა. "ტორპედოსთან" და გორის "დილასთან" "დინამომ" სასურველი ფეხბურთი აჩვენა.

მართალია ბოლო შეხვედრის მეორე ნახევარი შედარებით სუსტად ვითამაშეთ, თუმცა გუნდს აშკარად ეტყობა, რომ პროგრესირებს. ამ ბოლო დროს გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, დახვეწა სათამაშო სტილი და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა. მსგავსი თამაშის საჩვენებლად კი დრო იყო საჭირო.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას ერთს ვიტყოდი - ეს ფეხბურთია. დღეს კარგად ჩაატარებ შეხვედრას, მომავალში კი შეიძლება ისე არ წაგივიდეს თამაში, როგორც გსურს. მოწადინებული ვარ, რომ მატჩიდან, მატჩამდე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენო - ძალიან მინდა, ჩემი კარგი თამაშით გუნდს გამოვადგე და დასახული მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილიც შევიტანო.

ოთხშაბათს "ზესტაფონთან" გადადებული შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. მოქმედ ჩემპიონებთან სათამაშოდ მოედანზე სრული მობილიზაციით უნდა გავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად, თუმცა წინ "კოლხეთთან" თამაში გვაქვს და მხოლოდ კვირას გასამართ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვება არის".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა