“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე მოკლედ ილაპარაკა
“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე მოკლედ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იანვარში კლუბი აუცილებლად შეიძენს ერთ ცენტრალურ თავდამსხმელს. ვისზე აკეთებს აქცენტს პროვანსული კლუბი, მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ დაასახელა ის, ვისაც მისი კლუბი აღარც კი დაურეკავს. ეს არის “იუვენტუსის” ბრაზილიელი თავდამსხმელი კარვალიო ამაური.

“ის ჩვენთან არ ითამაშებს. ვცადეთ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ მალევე შევწყვიტეთ. მის კანდიდატურას აღარ განვიხილავთ,” - თქვა დეშამმა.

როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელმა დიდი ანაზღაურება მოითხოვა. ფეხბურთელს “ქალბატონთან” კონტრაქტი 2012 წლის ივლისში ეწურება და რაკი მსურველებს მისი ტრანსფერი ძვირი აღარ უჯდებათ, ფეხბურთელი ამისგან სარგებლის ნახვას ცდილობს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის.

სამაგიეროდ “მარსელს” იტალიაში მოთამაშე მეორე ფეხბურთელი აინტერესებს. ლაპარაკია “ლაციოს” ალბანელ საყრდენ ნახევარმცველ ლორიკ კანაზე. ის 7 წლის განმავლობაში თამაშობდა საფრანგეთში, ჯერ “პარი სენ-ჟერმენში”, შემდეგ “მარსელში”, საიდანაც ჯერ “გალათასარაიში” გადავიდა, ბოლოს კი “ბიანკოჩელესტიში” აღმოჩნდა. თუმცა ის რომაული კლუბის ძირითადში ვერ ხვდება. მის ანგარიშზე სერია A-ში სულ 5 მატჩია. 28 წლის ალბანელს “ლაციო” 7,5 მილიონად აფასებს.

“მარსელის” პრეზიდენტის ვენსან ლაბრუინის განცხადებით, კლუბი არ აპირებს მატიე ვალბუენას გაყიდვას. ფეხბურთელს ესპანეთიდან და იტალიიდან სარფიანი წინადადებები აქვს. ის არც თავადაა წინააღმდეგი “ველოდრომის” დატოვების.

“გუშინ მთელი საათი ველაპარაკე მის აგენტს და გასაგებად ავუხსენი, რომ ჩვენ მისი შენარჩუნება გვწადია. დიახ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო მომენტი, როცა კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მის გაყიდვას დავთანხმდებოდით, მაგრამ ამწუთას მატიეს გასხვისების ვარიანტს არცკი განვიხილავთ. კლუბისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი სპორტული წარმატებებია. ვალბუენა ემოციური ადამიანია. მესმის მისი იმედგაცრუებების, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამ დღეებში ყველა გაუგებრობას წერტილს დავუსვამთ,” - თქვა ლაბრუინმა.

დაბოლოს, “მარსელის” “სუსტ წერტილზეც” მოგახსენებთ. 26 წლის თავდამსხმელ პიერ-ანდრე ჟინიაკში კლუბმა 2010 წელს “ტულუზს” 16 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, რაც დროს გადის, მით უფრო აშკარაა, რომ “ოლიმპიკმა” ამხელა ფული ქარს გაატანაო.

ჟინიაკმა შარშან ტრავმა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა ჯანმრთელი როცა იყო, ვერც მაშინ თამაშობდა ისე, როგორც მისგან ელოდნენ. თავდამსხმელი ახლაც ტრავმირებულია. პიერ-ანდრეს ამ დღეებში მარცხენა ბარძაყის კუნთზე ოპერაცია გაუკეთეს. თავდაპირველად დაიწერა, ფორმაში შესასვლელად 4-დან 6 კვირამდე დასჭირდებაო, მაგრამ ქირურგები ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის ხანგრძლივობაზე უკვე ვეღარაფერს ამბობენ. დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად