როგორც ჩანს, სკანდალი, რომელიც ზაგრების “დინამოსა” და “ლიონის” მატჩის ირგვლივ აგორდა, ასე იოლად ვერ მინელდება
როგორც ჩანს, სკანდალი, რომელიც ზაგრების “დინამოსა” და “ლიონის” მატჩის ირგვლივ აგორდა, ასე იოლად ვერ მინელდება. ყოველ შემთხვევაში დაზარალებული “აიაქსი” დადუმებას არ აპირებს. უეფა კი, ჩვეული მანერით, პოლიტკორექტულობას ინარჩუნებს და ჯერ არც მწვადს წვავს, არც შამფურს.

“ჩემპიონთა ლიგის მატჩებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. იმისთვის, რომ ჩაწყობილ მატჩებს ვებრძოლოთ, დავნერგეთ სისტემა, რომელიც საბუკმეკერო კანტორებში ასეთ შემთხვევებს ავლენს.

ტოტალიზატორები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას, ფიქსირდება თუ არა ამა თუ იმ თამაშზე უჩვეულო აქტივობა. ამისთვის დაახლოებით 400 წყარო გვყავს. ლაპარაკია წელიწადში დაახლოებით 29 ათასი მატჩის შედეგის კონტროლზე. ამ სისტემას “დინამო”-“ლიონის” მატჩზე ასეთი აქტიურობა არ დაუფიქსირებია. ჩვენ ველოდებით მატჩის მთავარი არბიტრისა და დელეგატის დაწვრილებით მოხსენებით ბარათებს. მათ გულწრფელად უნდა თქვან, დააფიქსირეს თუ არა რაიმე საეჭვო. თუკი მსგავსი ტექსტი იქნება, აუცილებლად მივმართავთ სადისციპლინო კომიტეტს, რათა გამოძიება დაიწყოს. ჯერჯერობით ძიების დასაწყებად საფუძველი არ გვაქვს”, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში მოქმედმა ორგანო “არიელმა”, რომელიც ფსონების დადებას აკონტროლებს, თავის მხრივ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. ატეხილ ხმაურზე ბუნებრივია, რეაქცია ჰქონდა “დინამოს” ხელმძღვანელობასაც, რომელმაც თამაშის გაყიდვის ვერსია კატეგორიულად უარყო.

“მასმედიის მთელმა რიგმა საშუალებებმა დაწერეს, რომ “ლიონთან” ჩვენს შეხვედრას არასპორტული ხასიათი ჰქონდა, რაც ჩვენს აღშფოთებას იწვევს. გამოდის, რომ ჩვენი მეტოქის წარმატება არათუ დაუფასებელი, არამედ ეჭვქვეშაც კი დგება. ეჭვს კი თურმე ის იწვევს, რომ “ლიონმა” ზუსტად იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც სჭირდებოდა - 7 და შემდეგ რაუნდში გავიდა.

“დინამო” არასოდეს დათანხმდება 1:7-ს არც ჩემპიონთა ლიგაში და არც რომელიმე სხვა ტურნირში. ეს უბრალოდ იყო სამარცხვინო მარცხი, საიდანაც ჩვენ სათანადო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ვგმობთ პრესის რეაქციას ამ შეხვედრაზე, რადგან “დინამომ” მატჩი რიცხობრივ მცირესობაში ჩაატარა ძალით მასზე აღმატებულ და საოცრად მოტივირებულ გუნდთან. მასმედიას ვთხოვთ, შეწყვიტოს უსაგნო სპეკულაციები,” - ვკითხულობთ “დინამოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა