2012 წელს კიმი რაიკონენის პარტნიორი რომენ გროსჟანი იქნება
ოფიციალურად გადაწყდა, რომ ფრანგი რომენ გროსჟანი “ლოტუს-რენოში” რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის და 2012 წელს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის – ფინელი კიმი რაიკონენის პარტნიორი გახდება.

ფრანგული საჯინიბოს ოფიციალურ პრეს-რელიზში წერია, რომ წელს GP2-ის სერიის გამარჯვებულმა გროსჟანმა “ლოტუს-რენოსთან” თანამშრომლობით და მესამე პილოტის ფუნქციების შესრულებით სასარგებლო გამოცდილება მიიღო.

“აღელვებული ვარ იმით, რომ 2012 წელს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საპრიზო პილოტი ვიქნები. მადლობას ვუხდი გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და მოხარული ვარ იმით, რომ ვბრუნდები “სამეფო რბოლებში” მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონთან ერთად. ეს დამეხმარება ოსტატობის დონის ამაღლებაში”, - აღნიშნა გროსჟანმა.

თავის მხრივ, გუნდის დირექტორმა ერიკ ბულიემ მადლობა გადაუხადა ვიტალი პეტროვსა და ბრაზილიელ ბრუნო სენას 2011 წელს გუნდის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

ამ ტრანსფერით პილოტთა ბაზარზე ერთი ვაკანსიით ნაკლები დარჩა, თუმცა რამდენიმე გუნდს ჯერ არ შეუდგენია შემადგენლობა 2012 წლისთვის: “უილიამსს” არ დაუსახელებია პასტორ მალდონადოს მეწყვილე, “ფორს ინდიაში” ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ პოლ დი რესტას თანაგუნდელის თაობაზე, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება გერმანელი ნიკი ჰიულკენბერგი.

ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა გუნდში გადაადგილებები. ასე მაგალითად, შვეიცარიული გაზეთი “ბლიკი” წერს, რომ “ზაუბერი” იაპონელი კამუი კობაიაშის გაშვებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, გუნდში იმედგაცრუებული არიან იაპონელის წლევანდელი შედეგებით. მან კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ საბოლოოდ, ვერ დაეხმარა გუნდს კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილის მოპოვებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე