"ნიუ ორლეანი", "ლეიკერსი" და "ჰიუსტონი" სამმხრივ გაცვლას გეგმავდნენ - კრის პოლი ლოს ანჯელესში უნდა წასულიყო, ლამარ ოდომი, ლუის სკოლა, კევინ მარტინი და გორან დრაგიჩი - "ჰორნეტსში", "როკეტსი" კი პაუ გასოლს მიიღებდა
ამ დღეებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მასშტაბური ტრეიდი იგეგმებოდა. რამდენიმე წყაროს ცნობით, "ნიუ ორლეანმა", "ლეიკერსმა" და "ჰიუსტონმა" სამმხრივი გაცვლა დაგეგმეს, რომლის მიხედვითაც კრის პოლი ლოს ანჯელესში წავიდოდა, ლამარ ოდომი, ლუის სკოლა, კევინ მარტინი და გორან დრაგიჩი "ჰორნეტსში" აღმოჩნდებოდნენ, "როკეტსი" კი პაუ გასოლს მიიღებდა.

მაგრამ გარიგება არ შედგა. NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა სხვა კლუბების მფლობელთა მოთხოვნით აუკრძალა "ჰორნეტსის" გენერალურ მენეჯერს დელ დემპსის წამყვან კალათბურთელთან გამოთხოვება. გარდა ამისა, სავარაუდო გაცვლა შესაჩნევად დააგდებდა კლუბის ფასს, რომელიც ლიგას ეკუთვნის.

სტერნის ამ გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ნიუ ორლეანის" გენერალურმა მენეჯერმა აღიარა, რომ უნდოდა საკუთარი პოსტის დატოვება მას შემდეგ, რაც ლიგამ დაბლოკა კრის პოლის "ლეიკერსში" გადასვლა. კალიფორნიული კლუბის მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა კი აღშფოთება და გაბრაზება ვერ დამალა ამგვარი უსამართლობის გამო.

ასევე უკმაყოფილოა თავად კრის პოლი და არ აპირებს შეურიგდეს ლიგის ამ გადაწყვეტილებას. მან უკვე მიმართა მოთამაშეთა პროფკავშირების თავმჯდომარეს ბილი ჰანტერს თხოვნით, გამონახოს შესაძლო გაცვლის იურიდიული საფუძველი.

ამასობაში, კრის პოლთან მიმართებაში კონკრეტული წინადადებები წამოაყენეს სხვა კლუბებმაც. მაგალითად, "ნიუ იორკი" მზად არის ამ პლეიმეიკერის სანაცვლოდ ამარე სტაუდმაიერი დათმოს, "ბოსტონი" კი შეელევა რაჟონ რონდოს, ჯეფ გრინსა და მომავალ დრაფტზე რამდენიმე არჩევანის უფლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად