ლატვიური "დაუგავას" 26 წლის ქართველი თავდამსხმელი უკრაინულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს ხელს 9 იანვარს მოაწერს
"დაუგავას" 26 წლის თავდამსხმელ მამუკა ღონღაძის ამბავზე ახლახან ვწერდით. მას კარიერა უკრაინაში უნდა გაეგრძელებინა, ლატვიის ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით მეორეს თვალი უკრაინის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა დაადგა - კრივოი როგის "კრივბასმა", ლუგანსკის "ზარიამ" და ლვოვის "კარპატიმ". მამუკას სამივე უსინჯებოდ, პირდაპირ კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდა.

მერე "კანუს" მოულოდნელი და უცნაური პრობლემები შეექმნა - რომ ეგონა, "დაუგავას" ერთწლიან კონტრაქტზე მოუწერა ხელი, ქაღალდებში ორი წელი "აღმოჩნდა", მოკლედ, ხელშეკრულების გაფორმების დროს უყურადღებობა კინაღამ ძვირად დაუჯდა.

ამან ღონღაძის ტრანსფერზე უკრაინულ კლუბებთან მოლაპარაკება, ცხადია, შეაფერხა, თუმცა არ ჩაშალა და საბოლოოდ საკითხი შეთანხმებით დაგვირგვინდა.

"დღეს გადაწყდა, რომ მამუკა ლუგანსკის "ზარიაში" ითამაშებს. ყველა სადავო და პრობლემური საკითხი მოგვარდა, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, მამუკამ "ზარიასთან" კონტრაქტს 9 იანვარს უნდა მოაწეროს ხელი. ხელშეკრულება ორწლიანი იქნება.

ამ კონტრაქტისთვის საკმაოდ სერიოზული წინაღობების დაძლევა დაგვჭირდა, გუშინ ლუგანსკელთა ხელმძღვანელებს შევხვდი და ყველა საკითხი მოვაგვარეთ - "ზარიამ" დაუგავპილსელებისგან კონტრაქტი გამოისყიდა," - გვითხრა დალიბორ ლაცინას სამენჯერო კომპანიის წარმომადგენელმა სერგო ქუთათელაძემ.

მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერი ღონღაძეს შემდგომ წინსვლაში დაეხმარება: "სამწუხაროდ, ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი შემცირდა, მათ საკამოდ დაბალი რეიტინგი აქვთ. მიზეზი მრავალია და არ დავკონკრეტდები, თუმცა ბოლო დროს დაინტერესება ოდნავ გაიზარდა.

მართალია, ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის არ მიუღწევია, რაც განაპირობებს კიდეც ამა თუ იმ ქვეყნის მოთამაშეებით დაინტერესებას, მაგრამ თემურ ქეცბაიას ნაკრების მწვრთნელობისას ქართველების მიმართ პატივისცემა გაიზარდა. ჩვენი საქმე ისეთია, ასეთ მომენტებს უმალ ვგრძნობთ.

უკრაინის ჩემპიონატში თამაში იმ ქართველისთვის, რომელსაც ნაკრებში არ უთამაშია, პატარა საქმე არ არის და ახლა ყველაფერი მამუკაზეა დამოკიდებული. ნიჭი აქვს, გასაქანს მისცემენ და თავს თუ გამოიჩენს, სხვა კლუბში გადავა. მერწმუნეთ, მას პირველივე შეხვედრიდან გაძილებით ძლიერი კლუბები დააკვირდებიან, რადგან ლატვიის

ჩემპიონატიდან უკრაინაში გადასული ბომბარდირი თავისთავად საინტერესო ფიგურაა".

ქუთათელაძის თქმით, ფეხბურთელი "ზარიას" მუდმივ ნომერზეც შეუთანხმდა - მამუკას 33 სურდა, რადგან "დაუგავაშიც" ამ ნომრით თამაშობდა, მაგრამ ეს ნომერი "დაკავებული" აღმოჩნდა და 23 ირჩია.

"ზარია" მამუკა ღონღაძის კარიერაში მესამე უცხოური კლუბი იქნება: 2009 წელს უზბეკურ "მაშალიში" გამოდიოდა, დაუგავპილსის "დაუგავაში" კი 2010-11 წლებში ჩატარებულ 36 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ჩვენში უთამაშია წყალტუბოს "სამგურალში", ქუთაისის "ტორპედოში" (2005-07), ახალციხის "მესხეთში" (2007-08), ცხინვალის "სპარტაკში".

19 ტურის შემდეგ ლუგანსკის "ზარიამ" უკრაინის პრემიერლიგაში 12 ქულა დააგროვა, 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა და კიევის "ობოლონს" მხოლოდ ქულით უსწრებს, "ოლექსანდრიას" კი ორით ჩამორჩება და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას და დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად