სფფ-ს მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა ჩემპიონატის გასული ტური და თასის განმეორებითი მატჩები შეაფასა
"ლელოს" რუბრიკის ტრადიციულ სტუმარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს ჩვენი ჩემპიონატის გასული ტურისა და თასის განმეორებითი მატჩების შეფასება ვთხოვეთ - ბუნებრივია, მსაჯთა მუშაობის კუთხით.

მისი თქმით, სათასო შეხვედრებში ქართველმა მსაჯებმა მაღალ დონეზე იმუშავეს.

"წვრილ-წვრილი შეცდომები ყველა მსაჯს მოსდის, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ არ მიუღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რამაც მატჩის შედეგზე რაიმე გავლენა მოახდინა", - გვითხრა ფანიაშვილმა.

თასის მეოთხედფინალში ყველაზე რთული სამსაჯო, ბუნებრივია, "ზესტაფონი"-"ტორპედო" იყო - ლევან კვარაცხელიას ბრიგადის მუშაობა დადებითად შეფასდა.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის გასულ ტურს, "მეტალურგი"-"ვიტ ჯორჯიასთან" ერთად ყველაზე მძიმე სამსაჯო "კოლხეთი"-"გაგრა" აღმოჩნდა. ფოთში მსაჯებმა საკუთარ მოვალეობებს თავი მაღალ დონეზე გაართვეს. მსაჯთა განყოფილებას პრეტენზიები არც რუსთავული მატჩის მომსახურე ბრიგადასთან აქვს, მაგრამ ამ შეხვედრაში მაინც იყო ეპიზოდი, რამაც მღელვარება გამოიწვია - ვიტჯორჯიელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ, რადგან მომენტი ძნელი დასანახი იყო, მსაჯთა განყოფილებას ამ მატჩის მსაჯები უარყოფითად არ შეუფასებია.

"ვიტ ჯორჯიას" კარში დანიშნული პენალტის თაობაზე (რომელიც ლუკა რაზმაძემ შეასრულა და ვიტელთა მეკარე გიორგი ძაძამიამ მოიგერია) კი არბიტრის გადაწყვეტილება მართებული იყო.

რაც შეეხება სხვა ამბებს, ფანიაშვილი უეფამ მორიგ მატჩზე მიავლინა მსაჯთა დამკვირვებლად. ჩვენი სამსაჯო განყოფილების უფროსი ამჯერად სლოვენიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილობრივმა "მარიბორმა" ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ბრიუგეს" უმასპინძლა. ბელგიელებმა მორიგი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს (ამჯერად გერმანელ კრისტოფ დაუმის ხელმძღვანელობით), სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, მატჩის ბოლო 16 წუთში ოთხი გოლი გაიტანეს და 4:3 გაიმარჯვეს.

ამას წინათ გაცნობეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ფიფას მეხუთე არბიტრის მოლოდინშია. ამ საპატიო სტატუსის მიღების რეალური კანდიდატია თორნიკე გვანცელაძე. მის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფადან პასუხს კათოლიკურ შობამდე ელის. როგორც ფანიაშვილმა გვითხრა, დადებითი პასუხის მიღება სავსებით რეალურია.

თუ გახსოვთ, ამას წინათ გაცნობეთ, რომ ნორმატივების ჩაბარებისას ოთხმა ქართველმა მსაჯმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. მათ დამატებით შანსი მიეცათ, რომელიც ოთხივემ გამოიყენა და, შესაბამისად, უმაღლესი ლიგის მატჩების განსჯის უფლებაც დაიბრუნეს.

ზამთარში შეკრებაზე მხოლოდ გუნდები კი არა, მსაჯებიც წავლენ. შეკრება თებერვლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი და გამორიცხული არ არის, ის უცხოეთში გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა