რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლეგიონერებზე დასაწესებელი ახალი, ანონსირებული ლიმიტი დაამტკიცა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ლეგიონერებზე დასაწესებელი ახალი, ანონსირებული ლიმიტი დაამტკიცა. ეს ჩვენი მოთამაშეებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

განმარტებისთვის ვიტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მრავლად იყვნენ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოთამაშეები, რომლებსაც ამ ქვეყანასთან, ვიდრე იქ ჩავიდოდნენ, არაფერი აკავშირებდათ, მაგრამ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო იძულებული იყვნენ, რუსული პასპორტი აეღოთ.

ახალი წესი სწორედ ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგ არის მიმართული. რადგან ქართველი მოთამაშეების საკმაო ნაწილიც ამით სარგებლობდა, ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ახლა კონკრეტულად საქმეზე: რუსეთის საფეხბურთო კავშირმა "ლეგიონერის" ცნება დააზუსტა. ამ სტატუსს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ის მოთამაშეებიც მიიღებენ, რომლებსაც სხვა ქვეყნის ნაკრებში თუნდაც ერთი შეხვედრა ჩაუტარებიათ.

"წესი 2012-13 წლების სეზონში არ იმოქმედებს და არ შეეხებათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 2011 წლის 5 დეკემბრამდე ლეგიონერებად არ ითვლებოდნენ. ახალი დებულების უმალ ამოქმედება ლეგიონერებით სავსე კლუბებს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა. ამიტომ მათ ადაპტაციისთვის დრო მივეცით. განაცხადში ადგილობრივი მოთამაშეების შეყვანასაც არ მოვითხოვთ. მაგრამ 2013 წლის შემოდგომიდან კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება", - განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ.

ამჟამად რუსეთის პრემიერლიგაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე 35 მოთამაშეეა. უმთავრესად, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა წევრები. გასაგებია, რაზეც წუხან რუსები - ნატურალიზებული უცხოელების მოძალებამ რუს ახალგაზრდებს გზა გადაუკეტაო.

"ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთის ეროვნული ნაკრებისთვის მხოლოდ ალან ძაგოევი გავზარდეთ. ჩვენი მიზანი კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რუსი ახალგაზრდების კარგად მომზადებაა, რათა ძლიერი ეროვნული ნაკრები ჩამოვაყალიბოთ. პრემიერლიგაში უცხოელთა სიმრავლე კი ეროვნულ გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა", - ამტკიცებენ პროექტის ავტორები და მართლებიც არიან.

სხვათა შორის, სანაკრებოდ მომზადებული ალან ძაგოევიც გურჯაანშია დაბადებული, მისი ოჯახი რუსეთში სამაჩაბლოში კონფლიქტის შემდეგ დასახლდა.

ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ: კანონი რთულ ვითარებაში ჩააგდებს ქართველ ფეხბურთელებს, თუ იმ დროისთვის რუსეთში იქნებიან. მაგალითად, გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში რამდენჯერმე უთამაშია. ასევე არიან ჯანო ანანიძე (მოსკოვის "სპარტაკი"), ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი"), გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა (ორივე - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა") - "ჯვაროსნების" ფორმა მათაც მოურგიათ.

ლეგიონერების ლიმიტი ისედაც ეხებოდათ დავით სირაძეს (ნალჩიკის "სპარტაკი"), მათე ვაწაძეს, ლაშა სალუქვაძეს, გოგიტა გოგუას (სამივე - "ვოლგა"), ოთარ მარცვალაძეს, ალეკო ამისულაშვილს (ორივე - "კრასნოდარი"). სოლომონ კვერკველიას, გიორგი ჩელებაძეს (ორივე - ყაზანის "რუბინი").

ეს ყოველივე არ შეეხება ზურაბ არზიანს ("ვოლგა"), რადგან საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია. ზურაბ ცისკრიძე (პერმის "ამკარი") კი ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეა და მასზე ლიმიტი აქამდეც ვრცელდებოდა.

ზოგი ჭირი მარგებელიაო - ალბათ, ახალი კანონი ზოგიერთს აიძულებს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე ახლა მაინც დაფიქრდეს. მაგალითად, გვაზავას, რომელიც

სანაკრებო შეკრებებზე მოქალაქეობის პრობლემის გამო ვერ მოდიოდა.

ლიმიტი 2013-14 წლების სეზონიდან, ანუ 2013 წლის ბოლოს ამოქმედდება, მანამდე კი, რუსებმაც არ იციან, რა მოხდება რუსეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა