ორი დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი მერაბ ბოქოლიშვილი იტალიურ "აველინოში" გადავიდა...

ორი დღის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი მერაბ ბოქოლიშვილი იტალიურ "აველინოში" გადავიდა. გუშინ ამ ტრანსფერზე იტალიურმა გამოცემებმაც დაწერეს, "ევრობასკეტმაც" და "აველინოს" ოფიციალურმა საიტმაც. აი, რას ამბობს გუნდის ოფიციალური საიტი ახალგაზრდა ქართველ ახალწვეულზე:

"აველინოელთა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გაისად გუნდში ქართველი უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი ითამაშებს.

იგი 1992 წლის 27 თებერვალსაა დაბადებული და 198 სმ სიმაღლისაა. გასულ სეზონში ქართულ "სუპერლიგაში" "სამედიცინო/აკადემიას" ღირსებას იცავდა, ხოლო 2008-09 წლებში სსაუ-ს წევრი იყო.

ბოქოლიშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და 18-წლამდელებშიც. იგი თავიდან "აველინოს" 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება. ამასთან, ივარჯიშებს სერია A-ში მოასპარეზე აველონოელებთან. გუნდის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი პირდაპირ მიუთითებს ახალგაზრდებით სერიოზულად დაინტერესებაზე. მათ სურთ, შევსება არა მხოლოდ ტრანსფერებით, არამედ 19- წლამდელთა გუნდიდან მიიღონ.

გუნდის უფროსი ლუი ერკოლიო ქართველი უკანახაზელის შეძენის ფაქტს დადებითად აფასებს:

- წლეულს ახალი პროექტის განხორციელებას შევუდექით - დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს ახალგაზრდულ გუნდებს. სწორედ მათგან უნდა შეივსოს "აველინო". ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი ქართველი ახალგაზრდის, მერაბ ბოქოლიშვილის შეძენაა."

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა