დღეს საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს ჩაატარებს. თუ აქამდე ქართველებს ევრო-2011-ზე მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდათ, ბელგიასთან წაგებამ და სხვა ჯგუფებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შეამცირა...

დღეს საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს ჩაატარებს. თუ აქამდე ქართველებს ევრო-2011-ზე მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდათ, ბელგიასთან წაგებამ და სხვა ჯგუფებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმუმამდე შეამცირა. ეს ცუდია, მაგრამ 2 აგვისტოდან რთულ გრაფიკში მყოფი ნაკრების წევრებს პორტუგალიასთან მატჩის წინ ფსიქოლოგიური ტვირთიც ნაკლები ექნებათ და, წესით, თავისუფლადაც უნდა ითამაშონ.

ამაში ერთი გარემოებაც შეუწყობთ ხელს: პორტუგალიამ 17 აგვისტოს ბულგარეთში ითამაშა, 20-ში პოლონეთს უმასპინძლა, 23-ში ბელგიას ეწვია და დღეს ჩვენ დაგვიხვდება. მიუხედავად იმისა, რომ პირენეელთა მწვრთნელი მონჩო ლოპესი სათადარიგოთა სკამსაც სათანადოდ იყენებს, მისი გუნდი სადღეისოდ საქართველოს ნაკრებზე უკეთეს კონდიციებში არ უნდა იყოს - იგორ კოკოშკოვის შეგირდები ხომ 20 აგვისტოს მერე ისვენებენ, პორტუგალიაში მატჩამდე ორი დღით ადრე (24-ში) ჩავიდნენ, თან ღამეც არ უთენებიათ.

რთული გრაფიკი მხოლოდ კალათბურთელთა გადაღლას როდი იწვევს - პორტუგალიელებსაც ჰყავთ ტრავმირებულები. სასტარტო ხუთეულის გამთამაშებელი მიგელ მინავა 20 აგვისტოს პოლონეთთან მატჩზე ფეხშეხვეული გამოვიდა, ბოლო წუთებზე ტრავმა გაუმიზეზდა და თანაგუნდელთა გამარჯვება იატაკზე მწოლიარემ იზეიმა. მინავას არც ბელგიაში უთამაშია და არც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდება. ტრავმირებულები არიან ანდრე პინტუ, ხაიმე სილვა და ფრანსისკო ჯორდაო. პორტუგალიურ წყაროებს თუ ვენდობით, ეს კვარტეტი დღეს მოედანზე არ გამოვა. თუმცა მწვრთნელმა, მონჩო ლოპესმა მათ შემცვლელად მხოლოდ ორ კალათბურთელს უხმო: ჟოზე ბარბოსას ("ოვარენსე") და ფერნანდო სოუზას ("აკადემიკი").

პორტუგალიელები ფაფეში 24 აგვისტოს ჩავიდნენ. გაზეთ "რეკორდის" ჟურნალისტს წარმატების იმედი აქვს:

"თბილისში პორტუგალიის ნაკრებმა კარგად ითამაშა. მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ (46:46) ლიდერები (ჰეშიმუ ევანსი, მიგელ მირანდა, კარლოს ანდრადე) გაჩერდნენ და ქართველებმა 73:56 მოიგეს.

მას მერე პორტუგალიის ნაკრებმა თამაში კიდევ უფრო გამოასწორა - დაამარცხა პოლონეთი და მოგების კარგი შანსი ჰქონდა ბელგიაში. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელები ჯგუფის უკანასკნელ ადგილს თავს ვეღარ დააღწევენ, შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მეორე გმირობის ჩადენას ეცდებიან".

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებსაც დასამტკიცებელი აქვს, რომ ბელგიასთან მარცხი ლოკალური ჩავარდნა იყო, ევროპას კი უნდა დაანახოს, რომ A დივიზიონის ღირსეული წარმომადგენელია. ამისთვის კარგი იქნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება (რაც რეალურია), მიუხედავად იმისა, მეორე პოზიცია გაგვიყვანს თუ არა ევრობასკეტზე.

ასე და ამგვარად, 27 აგვისტო რომ დაიწყება, 00:30 საათზე პორტუგალიის ქალაქ ფაფეში საინტერესო მატჩი გველის. რეპორტაჟს "პირველი არხი" გადმოსცემს. ჩვენი და პირინეელების პირველი შეხვედრის წინასიტყვაობაში ერთ-ერთმა უცხოურმა ტოტალიზატორმა დაწერა: "პორტუგალიელები გაშლილ კალათბურთს თამაშობენ, მოედნის ყველა წერტილიდან სამქულიანებს ისვრიან, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, თბილისში დიდი სხვაობა დაფიქსირდეს. თუმცა ქართველებს ძლიერი წინახაზელები ჰყავთ და გამარჯვება მათ უნდა დარჩეთ".

ტოტალიზატორის ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა, პირველ მატჩში პორტუგალიამ პერიმეტრიდან ძალიან შეგვავიწროვა. თუმცა ბოლო წუთეზე სანიკიძე-ფაჩულიას დამაჯერებელი თამაშის წყალობით 16 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ფაფეშიც გაშლილი, სწრაფი და სანახაობრივი მატჩი გველის, შეიძლება, უხეშობაც იყოს (პორტუგალიელთა მხრიდან), მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრები ისევე ითამაშებს, როგორც ციკლის დასაწყისში. ამის თქმის საფუძველს ისტორიაც გვაძლევს: ოფიციალურ მატჩებში პორტუგალიელებს ორჯერვე ვაჯობეთ - 1999 წელს - 75:65, წლეულს - 73:56.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა