ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ფორვარდ კერონ ბატლერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"სან ანტონიო სპურსმა" 28 წლის მცველი ტი ჯეი ფორდი აიყვანა. 2003 წლის დრაფტის მერვე ნომერმა "მილუოკიში", "ტორონტოსა" და "ინდიანაში" მოასწრო თამაში. "სპურსთან" მისი კონტრაქტის დეტალები უცნობი დარჩა.

გასულ სეზონში ფორდმა 41-ჯერ ითამაშა "პეისერსის" რიგებში და საშუალოდ 5.4 ქულა და 3.4 შედეგიანი პასი დააგროვა. ლოკაუტის პერიოდში ტი ჯეი მცირე ხნით ხორვატიის "ზაგრებში" ირიცხებოდა.

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ კერონ ბატლერთან. ხელშეკრულება სამწლიანია და მისი ღირებულება 24 მილიონ დოლარს შეადგენს.

გასული სეზონი ბატლერმა "დალასის" შემადგენლობაში დაიწყო და საწყის 29 მატჩში საშუალოდ 15.0 ქულა და 4.1 მოხსნა დააგროვა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე აღარ უთამაშია.

33 წლის წლის ცენტრმა ჯამალ მაგლოირმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტორონტოსთან". 2004 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილის ბოლო კლუბი "მაიამი ჰიტი" იყო, რომლის რიგებში შარშან 18 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.9 ქულითა და 3.4 მოხსნით დაეხმარა გუნდს.

ასევე "ტორონტოს" წევრი გახდა ფრანგი მიკაელ პიეტრუსი - კანადურმა კლუბმა ის 2012 წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანში გაუცვალა "ორლანდოს". გასულ სეზონში ფორვარდის საშუალო მონაგარი 7.2 ქულა და 2.2 მოხსნა იყო.

პიეტრუსის ხელფასი 5.3 მილიონი დოლარი იქნება.

დიდი ხანი არ მოუწია თავისუფალ აგენტად ყოფნა 32 წლის მცველ ირლ უოტსონს. ვეტერანმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და თავის ყოფილ კლუბთან - "იუტა ჯაზთან" გააფორმა კონტრაქტი.

შარშან, უოტსონმა რეგულარულში 80-ჯერ (13-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში) დაიცვა "იუტას" ღირსება და საშუალოდ 4.3 ქულა და 3.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თავისუფალი აგენტი ჯოშ ჰოვარდი მალე კონტრაქტს გააფორმებს "ჯაზმენებთან". შარშან "დალასის" ყოფილმა მოთამაშემ ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, თუმცა გარკვეული ხანი ითამაშა "ვაშინგტონის" შემადგენლობაში და კარგი სტატისტიკაც ჰქონდა - 13.4 ქულა და 6.5 მოხსნა.

"საკრამენტოს" სარფიან წინადადებას დათანხმდა ცენტრი ჩაკ ჰეიესი. ოთხწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ კალათბურთელი 21.3 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თავის ბოლო სეზონში ჰეიესმა "ჰიუსტონში" ითამაშა. 74 მატჩში მისი მონაგარი 7.9 ქულა და 8.1 მოხსნა იყო.

გარდა ამისა, "მეფეებმა" შეინარჩუნეს ფორვარდი მარკუს ტორნტონი, რომელიც უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 33 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ტორნტონი შარშან "საკრამენტოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო - 12.8 ქულა და 3.5 მოხსნა.

მცველმა ჯერემი პარგომ "მემფის გრიზლისის" შემადგენლობა შეავსო. 23 წლის კალათბურთელმა 2 მილიონ დოლარად შეფასებული ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 წლის პარგო 2009 წლის დრაფტზე არ აირჩეს და მან პროფესიული კარიერა ევროპაში დაიწყო, სადაც ისრაელის "ჰაპოელისა" და "მაკაბის" შემადგენლობაში თამაშობდა.

გარდა იმისა, რომ ვინს კარტერი გაუშვა, "ფინიქსმა" ვინმე ჯანი ლოუელი გაიფორმა, რომელიც დრაფტის მეორე რაუნდში იყო არჩეული. მისი სტარტისტიკა D-ლიგისთვისაც კი მოკრძალებულია, ამიტომაც გაურკვეველია რა გამოუვა NBA-ში.

პარალულერად, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა ვეტერან ფორვარდ გრანტ ჰილთან. 39 წლის კალათბურთელი, რომელიც გასულ სეზონში 13.2 ქულას, 4.3 მოხსნასა და 2.5 შედეგიან პასს აგროვებდა, 2011-12 წლების სეზონში 6.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

ფორვარდი ვლადიმერ რადმანოვიჩი კარიერას "ატლანტა ჰოქსში" გააგრძელებს. კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გარიგების დეტალები არ ხმაურდება. შარშანდელ სეზონში 31 წლის კალათბურთელი (2001 წლის დრაფტის 21-ე ნომერი) "გოლდენ სტეიტის" რიგებში 5.1 ქულასა და 3.9 მოხნას იხვეჭდა.

"დეტროიტის" ხელმძღვანელობამ გამოისყიდა სასტარტო ხუთეულის მცველის რიჩარდ ჰემილტონის კონტრაქტი. ხელშეკრულება 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე იყო ძალაში და მისი მიხედვით მცველს კიდევ 25 მილიონი ერგებოდა.

ჰემილტონს, რომელიც შარშან საშუალოდ 14.1 ქულას აგროვებდა, "ბოსტონი" და "ჩიკაგო" ეპატიჟებიან.

"მაიამი ჰიტმა" სამი წლით შეინარჩუნა ჯეიმს ჯონსი და ამავე ვადით გაიფორმა გამთამაშებელი მარიო ჩელმერსი.

ჯონსი სამ სეზონში 4.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ჩელმერსი - 12 მილიონს. ჯეიმსმა გასულ ჩემპიონატში საშუალოდ 5.9 ქულა დააგროვა, ჩელმერსის სტატისტიკა კი 5.4 ქულასა და 2.5 შედეგიან პასს უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად