"ჰეინეკენის თასსა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა. "ჰეინეკენის თასსა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდიდან პლეი ოფში გასვლის შანსს შვიდივე ინარჩუნებს.

"ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში A ჯგუფში მოასპარეზე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა შინ ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" - 41:22. მასპინძლებს დასაწყისში ოდნავ გაუჭირდათ, თუმცა გადამწყვეტ უპირატესობას მატჩის ბოლო 15 წუთში მაინც მიაღწიეს.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60-ე წუთიდან ჩაერთო. ამავე ჯგუფში გალიდერდა ირლანდიური "მანსტერი", რომელმაც სტუმრად პირველი მარცხი აგემა უელსურ "ჰლანეჰლის" - 17:14. ირლანდიური კლუბის წარმატება, ისვე როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც მგეზავის, რონან ოგარას ფეხჩუბინობამ განაპირობა. მან გუნდს 12 ქულა შესძინა.

A ჯგუფი

კასტრი-ნორსჰეპმთონი 41:22, ჰლანეჰლი-მანსტერი 14:17

სატურნირო მდგომარეობა

1. მანსტერი - 12 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 10, 3. კასტრი - 6, 4. ნორსჰეპმთონი - 3.

IV ტური

მანსტერი-ჰლანეჰლი, ნორსჰემპთონი-კასტრი

C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო შოტლანდიაში "გლაზგოსთან" - 15:20 და მხოლოდ ერთი საპრემიო ქულა ირგუნა. მონპელიელთა თავკაცმა ფაბიენ გალტიემ გორგოძე დაასვენა, შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ნარიაშვილმა 65-ე წუთზე შეცვალა, ჟღენტმა მოედანი სამი წუთის შემდეგ დატოვა.

ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ლენსტერმა" სტუმრად მოუგო ინგლისურ "ბასის" და გალიდერდა.

C ჯგუფი

გლაზგო-მონპელიე 20:15, ბასი-ლენსტერი 13:18

სატურნირო მდგომარეობა

1. ლენსტერი - 11 ქულა, 2. გლაზგო - 8, 3. ბასი - 6, 4. მონპელიე - 4.

IV ტური

მონპელიე-გლაზგო, ლენსტერი-ბასი

D ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ინგლსურ "ლესტერ ტაიგერზთან" 30:12 და 10 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, 36-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ მოუგო იტალიურ "აირონს" - 31:13.

D ჯგუფი

ალსტერი-აირონი 31:13, კლერმონი-ლესტერი 30:12

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ალსტერი - 9, 3. ლესტერი - 8, 4. აირონი - 0

IV ტური

ლესტერი-კლერმონი, აირონი-ალსტერი.

B ჯგუფი

კარდიფი-ედინბურგი 25:8, მეტრო რასინგი-ლონდონ აირიში 14:34

სატურნირო მდგომარეობა

1. კარდიფი - 12 ქულა, 2. ედინბურგი - 9, 3. ლონდონ აირიში - 7, 4. მეტრო რასინგი - 3.

IV ტური

ედინბურგი-კარდიფი, ლონდონ აირიში-მეტრო რასინგი

E ჯგუფი

ბენეტონი-ბიარიცი 30:26, სრასენზი-ოსფრიზი 31:26.

სატურნირო მდგომარეობა

1. სრასენზი - 10 ქულა, 2. ოსფრიზი - 7, 3. ბიარიცი - 7, 4. ბნეტონი - 6.

IV ტური

ოსფრიზი-სარასენზი. ბიარიცი-ბენეტონი

F ჯგუფი

ჰარლიქვინზი-ტულუზი 10:21, ქონოთი-გლოსტერი 10:14

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 12 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 8, 3. გლოსტერი - 5, 4. ქონოთი - 1.

IV ტური

გლოსტერი-ქონოთი, ტულუზი-ჰარლიქვინზი

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, მესამე ტურში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან, მხოლოდ ორმა მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ყველა ინარჩუნებს.

B ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა ტარიელ რატიანიძისა და გურამ კავთიძის "ლიონმა". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად დაამარცხა ჯგუფის აუტსაიდერი "პადოვა" 31:16 და ახლა 5 ქულით მესამე ადგილზეა.

კავთიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 57-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძე განაცხადში არ იყო. "ლიონს" ხუთი ქულით უსწრებს და მეორე ადგილზეა, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიაქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც სტუმრად წააგო "ნიუკასლთან" - 3:6. როგორც უკვე ვწერდით, ამ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა.

B ჯგუფი

ნიუკასლი-ტულონი 6:3, ლიონი-პადოვა 31:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნიუკასლი - 13 ქულა, 2. ტულონი - 10, 3. ლიონი - 5, 4. პადოვა - 0.

IV ტური

პადოვა-ლიონი, ტულონი-ნიუკასლი.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა E ჯგუფის ლიდერმა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა". ამჯერად ბრიველებმა სტუმრად დაამარცხეს ესპანური "ლა ვილა" - 47:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უგო მილამ მათ დასვენების საშუალება მისცა.

ამავე ჯგუფში შინ წააგო ინგლისურ "სეილ შარქსთან" ბექა შეყლაშვლის "აჟენმა" - 14:29.

E ჯგუფი

აჟენი-სეილ შარქსი 14:29, ლა ვილა-ბრივი 18:47.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრივი - 13 ქულა, 2. სეილ შარქსი - 10, 3. აჟენი - 5, 4. ლა ვილა - 0.

IV ტური

ბრივი-ლა ვილა, სეილ შარქსი-აჟენი.

A ჯგუფი

კროკიატი-სტად ფრანსე 0:57, ბუქარესტი-ვორსტერი 13:27.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 14 ქულა, 2. ვორსტერი - 14, 3. ბუქარესტი - 5, კროკიატი - 0.

IV ტური

სტად ფრანსე-კროკიატი, ვორსტერი-ბუქარესტი.

C ჯგუფი

როვიგო-ბორდო 7:31, ბაიონი-ვოსფსი 19:11.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიონი - 13 ქულა, 2. ვოსფსი - 10, 3. ბორდო - 5, 4. როვიგო - 0.

IV ტური

ბორდო-როვიგო, ვოსფსი-ბაიონი.

D ჯგუფი

პერპინიანი-პრატო 54:20, ექსეტერი-ნიუპორტი 14:21.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნიუპორტი - 13 ქულა, 2. პერპინიანი - 9, 3. ექსეტერი - 4. პრატო – 0.

IV ტური

პრატო-პერპინინი, ნიუპორტი-ექსეტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად