ხაჩიძის გუნდმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო უშუალო კონკურენტს და ცხრილში ადგილიც "გაუცვალა"
11.12. თბილისი. ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი "ბასა". 300 მაყურებელი

სპარტაკი-გაგრა 2:1

0:1 ჯერემია (13, ჯიშკარიანის პასით), 1:1 შალამბერიძე (49, პენალტით), 2:1 მაისურაძე (63).

სპარტაკი გაგრა

4-2-3-1 4-4-1-1

ძაგანია ბეგაშვილი

თიბილაშვილი ხუციძე

ტეტუნაშვილი ტყეშელაშვილი

ბოიომო კალანდაძე

ნ. მაისურაძე ჯგერენაია

ვ კილასონია გაბედავა

თ. შონია ნაკონეჩნი

შალამბერიძე ყურულაშვილი

ჯიქია ჯიშკარიანი

შარაშენიძე შარიქაძე

მეტრეველი ჯერემია

მწვრთნეშლი: მწვრთნელი:

ვ. ხაჩიძე ზ. ჯელაძე

სპარტაკი

46. კილასონია - მამუჩიშვილი

82. ჯიქია - ბურძენაძე

89. შარაშენიძე - დ. გელაშვილი

სათადარიგოები: დაუშვილი, ლობჯანიძე, დეკანოიძე, მერეჩკო

გაგრა

65. ყურულაშვილი - ზ. ჩხეტიანი

70. ნაკონეჩნი - კვანტალიანი

84. ხუციძე - ზვიადაძე

სათადარიგოები: მაღრაძე, ჭკუასელი, ხოჯაშვილი, სიჭინავა

გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (49), კვანტალიანი (73)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ზედიზედ მესამე გამარჯვება და "სპარტაკიც" საუკეთესო რვა გუნდშია! ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა გუშინ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს "გაგრას" და სატურნირო ცხრილში ადგილიც "გაუცვალა".

არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, "სპარტაკმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში რომ შემოაბრუნა: შესვენების შემდეგ მასპინძლები ბევრად უფრო მოტივირებულნი ჩანდნენ და საბოლოოდ, ეს მონდომება დაუფასდათ. აი, რაც შეეხება "გაგრას", ამ ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელობა კი ნამატჩევს უკმაყოფილებას არ მალავდა მსაჯობის გამო, თუმც სჯობს თანმიმდევრულად მივყვეთ.

მატჩის პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა: მარცხენა ფლანგზე ნიკა ჯიშკარიანმა იაქტიურა, რომლის გადაცემის შემდეგაც ჯონი ჯერემია "სპარტაკის" მეკარესთან, ფაქტობრივად, პირისპირ აღმოჩნდა და ახალგაზრდა ნიგერიელმა ფორვარდმა ზუსტად დაარტყა. "სპარტაკს" ერთ წუთშივე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ თეიმურაზ შონიას შორეული დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია, მერე კი, კუთხურის შემდეგ, ბადრი ტეტუნაშვილმა გააცუდა ხელსაყრელი მომენტი.

"სპარტაკი" არ ეპუებოდა წაგებას და მარჯვენაფლანგელი კობა შალამბერიძის აქტიურობით რევაზ ჯიქიას ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ უშედეგოდ. პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ერთ ეპიზოდში მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ: ვერცხლისწყალივით მოძრავი ჯონი ჯერემია კიდევ ერთხელ დაუსხლტა მეურვეებს, მაგრამ ხეირიანად ვერც თვითონ დაარტყა და ვერც ლევან შარიქაძემ.

არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა მეორე ტაიმიც და მატჩის საბოლოო შედეგზე სპარტაკელთა სწრაფმა გოლმაც დიდი გავლენა იქონია. სწორედ ამ ეპიზოდს აპროტესტებდნენ მატჩის შემდგომ "გაგრას" ხელმძღვანელებიც. სტუმართა საჯარიმოში რევაზ ჯიქიას წინააღმდეგ წესები დაირღვა, მაგრამ ბურთი "სპარტაკის" კაპიტანს თეიმურაზ შონიას დარჩა, ვინც ზუსტადაც დაარტყა. თუმცა გოლი არ ჩათვლილა - მანამდე მსაჯის სასტვენი გაისმა;

სხვათა შორის, თავდაპირველად ტრიბუნებზე მყოფთა უმრავლესობას (ისე, როგორც "გაგრას" ფეხბურთელებს) გვეგონა, რომ პენალტი კი არა, სტუმართა სასარგებლოდ ჯარიმა ინიშნებოდა (არბიტრის ჟესტიკულაციდან გამომდინარე). თუმცა, არბიტრმა სტუმართა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა, რომელიც უნაკლოდ და ერთობ ეფექტურად კობა შალამბერიძემ შეასრულა.

ეს უკანასკნელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, ისევე როგორც ამპლუაშეცვლილი ნიკოლოზ მაისურაძე, რომელიც უკვე მეორე მატჩია მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობს. მაისურაძემ გუშინ შთამბეჭდავი მეორე ტაიმი ჩაატარა: ჯერ იყო ჩინებული შორეული გადაცემით რევაზ ჯიქია გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა "გაგრას" ახალგაზრდა მეკარეს გიორგი ბეგაშვილს ვერ აჯობა. თუმცა, ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული, მაისურაძემ ჩინებული გოლი რომ გაიტანა: ეფექტური დრიბლინგით ჯერ ორ მეურვეს გასცდა, მერე კი საკმაოდ მახვილი კუთხიდან ზუსტად და ძლიერად დაარტყა!

ამ ორი ეპიზოდის გარდა მაისურაძის ორი ჩინებული გადაცემაც უნდა აღვნიშნოთ, რის შემდეგაც ზვიად მეტრეველსა და ბადრი ტეტუნაშვილს უაღრესად ხელსაყრელი მომენტები შეექმნათ. საერთოდაც, მეორე ტაიმში სახიფათო მომენტი მრავლად ვნახეთ: ერთ ეპიზოდში შონიამ ვერ მოახერხა გოლის გატანა (კვლავაც ჩინებულად ითამაშა ბეგაშვილმა), აი, "გაგრას" ნიგერიელი ლეგიონერი ჯონი ჯერემია კი, სულ მცირე, სამჯერ აღმოჩნდა უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ვერც ერთხელ ივარგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია