პეკინში სამი დღის წინათ დაიწყო მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები, რომელშიც მოჭადრაკეთა პაექრობებიც შედის
პეკინში სამი დღის წინათ დაიწყო მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშები, რომლის პროგრამაშიც მოჭადრაკეთა პაექრობებიც შედის.

16-16 დიდოსტატი ქალ-ვაჟი ჯერ სწრაფ ჭადრაკში (პარტიისთვის 20 წუთს + ყოველ სვლაზე 10 წამი) ცდიდა ძალებს. როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის პირველ დღეს ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი) სძლია, თუმცა თავადაც დამარცხდა მსოფლიოს, ევროპისა და საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან (რუსეთი).

ნანამ გუშინ და გუშინწინ კიდევ 5 შეხვედრა გამართა: მოუგო ელინა დანიელიანსა (სომხეთი) და ელისაბედ პეტცს (გერმანია), დაუზავდა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი), ძიუ ვენძიუნსა( ჩინეთი) და ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლახნოს (უკრაინა).

შვიდი შესაძლებლიდან 4,5 ქულა მოაგროვა და ლახნოსთან და ვენძიუნთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო. 6 ქულით პირველი ადგილი კოსტენიუკმა დაიკავა. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ჰოუ იფანი, ანა მუზიჩუკი 4-4 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ.

ვაჟებში პირველი-მეექვსე ადგილები ასე განაწილდა: ვან ჰაო (ჩინეთი) - 5,5, ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი) - 5, გატა კამსკი (აშშ) - 4,5, პერეს დომინგესი (კუბა), რუსლან პონომარიოვი (უკრაინა), ალექსანდრ გრიშჩუკი ( რუსეთი) - 4-4 ქულა.

დღეს ბლიცებში (3 წუთს + 2 წამი) დაიწყება შეჯიბრება წრიული სისტემით. მოჭადრაკეები რვა ტურის პარტიებს გაითამაშებენ, დარჩენილი შვიდი ტური ხვალ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"