ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაივ ვუდვორდის კიდევ ერთი აღშფოთება გამოიწვია
ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ - "პომებს" დროებით მწვრთნელთა ტრიომ უხელმძღვანელოს, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაივ ვუდვორდის კიდევ ერთი აღშფოთება გამოიწვია.

თანაც, როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცის კანდიდატებს შორის ყველაზე რეალურად სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტი მოიაზრება. ცხადია, ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა და ვუდვორდი სანაკრებო რაგბის მენეჯერ რობ ენდრიუს "თავს დაესხა".

"მიუხედავად იმისა, რომ რობ ენდრიუს სარაგბო საზოგადოება და სპორტული მედია მწვავედ აკრიტიკებდა, ის არც დაუქვეითებიათ და, მით უმეტეს, არ გაუნთავისუფლებიათ თანამდებეობიდან. არადა ინგლისის ნაკრების წარმატების გასაღები სწორედ მის ხელთაა.

თუ ინგლისის რაგბის კავშირის საქმანობას ბიზნესის ნებისმიერ სფეროს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საწარმოოს წარმატება მთლიანად სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული. მენეჯერის თანამდებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც გუნდის მთავარი მწვრთნელის.

იმედი მაქვს, რომ ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი 2012 წლიდან ინგლისელი ან ვინმე ბრიტანელი იქნება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ინგლისში მაღალი დონის მწვრთნელების ახალი პლეადა წამოვიდა. მათ შორის ტობი ბუტი (ლონდონ აირიში), მარკ მაკ-კოლი (სარასენზი), ჯიმი მალიდნერი (ნორსჰემპთონი) და სხვები.

როგორც მოსალოდენლი იყო, ახალ მწვრთნელს სანაკრებო კომიტეტი დანიშნავს, ანუ არავინ იქნება ისეთი, ვისაც წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხი შეიძლება მოსთხოვო. მერე დამნაშავე მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იქნება.

ერთადერთი რაც მომეწონა ისაა, რომ დროებით მთავარ მწვრთნელს მხოლოდ ორი ასისტენტი ეყოლება. შესაძლოა, ეს ჩემს ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ეპოქა, როცა მთავარი მწვრთნელი ასისტენეტების დიდ ჯგუფს ქმნიდა, ვფიქრობ, წარსულს ჩაბარდა." - თქვა კლაივ ვუდვორდმა.

შეგახსენებთ, რომ კლაივ ვუდვორდი სწორედ ის ინგლისელი სპეციალისტია, რომლის კანდიდატურაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად