ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ მომავალში ფეხბურთელები თავს კარგი თამაშით გამოიჩენენ და არა პოლიტიკური განცხადებებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელ კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხელმძღვანელობს ფიფასა და უეფას წესდებებისა და რეგულაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არასაფეხბურთო თემატიკასა და, მით უმეტეს, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებებს ვერ გააკეთებს.

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას და მკვეთრად ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს მყარი პოზიცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის (მისივე განცხადებიდან გამომდინარე), კახა კალაძის გადაწყვეტილების თაობაზე.

ვფიქრობთ, თითოეული ფეხბურთელისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა უდიდესი სპორტული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გუნდისა და ქვეყნის წინაშე. ეროვნული გუნდის წევრს (მით უმეტეს კაპიტანს) კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას.

ამასთანავე, გვსურს მოვუწოდოთ ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს - მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელს, ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას, ისაუბრონ საკუთარი სახელით და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით.

მომავალ წელს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები უნდა გამართოს. ასევე, იწყება სრულიად ახალი გუნდის ფორმირება და ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. ქართული საფეხბურთო ოჯახისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წევრმა სწორად გაიაზროს ამ პროცესების მნიშვნელობა.

ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივარსა და საზოგადოებას თავს კარგი თამაშით დაამახსოვრებენ და არა პოლიტიკური განცხადებებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს".

gff.ge

ჩოხა
კახა საკუთარ კარში გატანილი გოლები, შემდეგ ნოღაიდელი ეხლა ივანიშვილი შემდეგში ვინ იქნება შენი პარტნიორი?????? გიორგაძეეეეე?????!!!!!
oto
დათო, შენ რატო ხარ საერთოდ, რა ფუნქცია გაქ ამ დედამიწაზე? ერთი შევჩენკოა რუსი ფეხბურთელი და მეორე კალაძე რუსული პოლიტიკის მეძავი.
NIKA
დათო ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრორუსები სწორედ ნაცები არიან ნებსით თუ უნებლიედ ყოველთვის რუსეთისთვის სასურველად მოქმედებენ
დათო
კახა რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი მეძავია, ივანიშვილთან, ბურჯანაძესთან, ბიწაძესთან, ნოღაიდელთან, და სხვა მისნაირებან ერთად კახას პატრიოტიზმს ვადა გაუვიდა მაშინ როცა ნაკრებზე უარი თქვა და არა ჯენოაზე და წავიდა ივანიშვილის PUTinis TANKebis პოლიტიკაში.
zaza21
ეს ის ფედერაციააა? არჩეული კაცი რომ გააგდეს და სიჭინავას რომ ეხვეწენ არიქა დაქხვმთამთი თუარა დავიღუპეთ შენს გარდა კანდიდატი არ გვყავსო და ისიც ბოლო წამს, რომ დათახმდა და "გადაარჩინა"ქართული ფეხბურთი.რომელ წესდებებზე საუბრობთ. შეიძლება კალაძე მთლად სწორად ვერ მოიქცა, მაგრამ თქვენ რა მორალს უკითხავთ ბნელა თუ რააა?!!
zaza21
ეს ის ფედერაციააა? არჩეული კაცი რომ გააგდეს და სიჭინავას რომ ეხვეწენ არიქა დაქხვმთამთი თუარა დავიღუპეთ შენს გარდა კანდიდატი არ გვყავსო და ისიც ბოლო წამს, რომ დათახმდა და "გადაარჩინა"ქართული ფეხბურთი.რომელ წესდებებზე საუბრობთ. შეიძლება კალაძე მთლად სწორად ვერ მოიქცა, მაგრამ თქვენ რა მორალს უკითხავთ ბნელა თუ რააა?!!
benga
კახა მადლობა! ჯიგარი ხარ რომ კაცურად იქცევი. კაპიტანი ასეთი უნდა იყოს.სასაცილოა ავტოგოლებზე ლაპარაკი.სპორტში ასეც ხდება. მე არ გამიტანია ავტოგოლი,რადგან არ ვტამაშობ ნაკრებში. ან სადაა ნაკრები?
levani kaxeti
კახამ კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) დაამტკიცა, რომ ღირსეული კაცია და ამ პრინციპებით აგრძელებს ცხოვრებას; მობეზრდა ამ ადამიანს ქვეშაფსია ვირთხებთან ერთ გუნდში ყოფნა, აგრეთვე ამ წუნკალი მაფიოზების ყურება. მარტო კახამ კი არა, ამ ე.წ. ნაკრების ფეხბურთელებმა ყველამ უნდა დატოვონ ეს ე.წ. ვითომ ნაკრები და დააგდონ ქეცბაია თავის ტაკიმასხარა ფედერაციასთან ერთად.
Giorgipirweli
არც ერთი მადლობა, არც ერთი კეთილი სურვილი... გულისამრევია!
lasha
მართლა სასაცილოა ესენი რომ სპორტში პოლიტიკის ჩაურევლობაზე ილაპარაკებენ, ვინმე თუ გაიხსენებს სპორტულ ფედერაციას, რომელიმე სახეობაში, სადაც ხელისუფლების მომხრე არ იყოს თავჯდომარე, ან ნემსაძის არჩევა და ნახევარ საათში გადარჩევის სირცხვილს საინტერესოა რითი გაამართლებენ? დემეზე ერთი სიტყვაც რომ არ წამოცდენიათ ამას რა სახელი ჰქვია? კახის რაც შეეხება,მშვენივრად ხვდებოდა, რომ მისთვის ნაკრების კარები დაიკეტებოდა, მისი ფილარმონიაში გამოსვლის შემდეგ,თან ნაკრების გაახალგაზრდავების საბაბით სხვა ვეტერანებსაც პრობლემები შეექმნებოდათ,ამიტომ მშვენიერი პენალტი გამოუვიდა))))))
daviti
"უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხელმძღვანელობს ფიფასა და უეფას წესდებებისა და რეგულაციების შესაბამისად." ზუსტად ამ წესების და რეგულაციების შესაბამისად არ აირჩიეს ჯერ ახალკაცი უნცროსი და მაერე დომენტი ფედერაციის პრეზიდენტად.ისე ნეტა ეს ტექსტი ვინ დაუწერა და უბრძანა გამოქვეყნბა ამ,უპრინციპო და უთავმოყვარო ადამიანებს?
daviti
კახიმ გუშინ თავისი სახელით ილაპარაკა,ისეთი "დიდი ავთორიტეტი"როგორც დღეს ქართული საფეხბურთო ოჯახია არ უხსენებია საერთოდ გუშინ.გულშემატკივრებს თანაგუნდელებს და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა,ნუ ახლა პირადად დომენტიასთვის არ მოუხდია მადლობა და გაბრაზდა კაცი... ისე ეს ურცხვი ადამიანები რომ იმას უსაყვედურებენ ვინმეს:-პირველ რიგში მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა მის გვერდით ამდენი წელი ითამაშაო,რა დემემ რამდენი ითამაშა ამათ გვერდით,კახის მეტმა სიტყვის შეწევნა,უბრალო თანაგრძნობის გამოხატვაც რომ ვერ გაბედეს.პ.ს.და ერთი მადლობა 15 წელი ნაკრებში თამაშისათვის არ დაეტია ამ განცხადებაში,თუ არ დაიმსახურა?
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა