ქართველი ფორვარდი "მაჰრამის" სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა
ოთხმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილი მოედანს დაუბრუნდა.

ირანის ჩემპიონატის ლიდერ "მაჰრამში" მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა ნოემბრის ბოლოს ფეხის ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა. გასული ტურის მატჩში კი ცქიტიშვილი მოედანზე გამოჩნდა და მაჰრამელებს პრინციპული მეტოქის დამარცხებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

"მაჰრამი" უშუალო კონკურენტ "ზობ აჰანს" სტუმრად ხვდებოდა. მერვე ტურამდე ამ გუნდებმა თანაბრად იარეს - ორივემ ყველა მატჩი მოიგო. თუმცა მეცხრე და მეათე ტურში "ზობ აჰანმა" ორივე შეხვედრა წააგო და ცქიტიშვილის გუნდს ჩამორჩა. ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა გასული, მე-11 ტურის შემდეგ, რომელშიც "მაჰრამმა" მეტოქე 92:74 დაამარცხა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთით გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრი ამ შედეგით თავის გუნდში მეორე იყო.

gbf.ge

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა