33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში "ლურჯების" ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება
"რეალის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ჩელსის" ფრენკ ლემპარდს სთხოვს.

მოგეხსენებათ, 33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში "ლურჯების" ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება. "განსაკუთრებულს" თავისი ყოფილი შეგირდის გამოხსნა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაყვანა გადაუწყვეტია.

"სანმა" შეიტყო, რომ მოურინიო, დასავლეთლონდონელებს, ლემპარდის სანაცვლოდ ესპანელ შემტევ ნახევარმცველს, 24 წლის ესტებან განეროს სთავაზობს. განეროს სატრანსფერო ფასი 7 მილიონი ევროს ფარგლებშია და იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზე მის ყიდვას "არსენალი" და "ლივერპული" აპირებენ, თუმცა მოურინიუ თავის ყოფილ გუნდს დაუკავშირდა და შესაძლოა ესპანელს "სტემფორდ ბრიჯზე" ამოაყოფინოს თავი.

მოგეხსენებათ, შაბათს, "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონასთან" მორიგი თამაში წააგო. მოურინიო ვარაუდობს, რომ ლემპარდი თავისი მდიდარი გამოცდილებით "სამეფო გუნდს" გამოადგება. იმავდროულად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლემპსი "ჩელსის" ახალი თავკაცის, მისი თანატოლი ანდრე ვილაშ-ბოაშის ხელში "ჩელსის" შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება.

გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში, "ვალენსიასთან" სათამაშოდ, ვილაშ-ბოაშმა ინგლისელი ნახევარმცველი მოედანზე არ შეიყვანა, არადა შეხვედრა გადამწყვეტი გახლდათ. პორტუგალიელი ახალგაზრდებს, ორიოლ რომეუს, რაულ მეირელეშს და რამირესს უფრო ენდობა. ლემპარდის გარეშე "ჩელსიმ" "ვალენსიასთან" შესანიშნავად ითამაშა და 3:0 მოიგო, რამაც ვეტერანის საჭიროებას კიდევ ერთი კითხვისნიშანი დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ლემპარდის "ჩელსიდან" წაყვანა პირველად 2008 წელს სცადა. მაშინ ის მილანის "ინტერს" ედგა სათავეში. შემდეგ, როდესაც მოუ "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა, მან კიდევ სცადა ლემპსის გადაბირება, მაგრამ საქმე ამჯერადაც ჩაიშალა. ლემპარდი ორივეჯერ "ჩელსის" ერთგული დარჩა.

დასავლეთლონდობური კლუბი ხომ ლემპარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ, მან სამჯერ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო, სამჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი. ფრენკ ლემპარდი, როგორც ავღნიშნეთ, ნახევარმცველია, მაგრამ მისი პოზიციისთვის გასაოცარი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი - 177.

ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ვეტერანის წარმატებათა მეტი წილი 2004-07 წლების პერიოდზე მოდის, როდესაც "ჩელსის" სათავეში ჟოზე მოურინიო ედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა