"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ირანის 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა
12 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონმა საქართველოსა და ირანის 16-წლამდელთა ნაკრების მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა და პირველი მატჩისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე. ალი დოსტის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი შეტევებში გაატარა, რაც, პირველი მატჩისგან განსხვავებით, უკეთ გამოუვიდათ.

ჩვენი ნაკრები კი, შეტევის ხაზში მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა ილია კერძევაძე, რომელიც ამჯერადაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა, პირველი თამაშის მსგავსად, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ტაიმიც სულაც უგოლოდ დავასრულეთ.

მეორე ტაიმი სულ სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ჩვენმა სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. თავი ალი რიგიმ გამოიჩინა. გელა შეყილაძის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლის გატანა მხოლოდ მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე შეძლეს. ნიკა ლაშხიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კარი თავური დარტყმით შეცვლაზე შესულმა გიორგი ბუნტურმა აიღო.

თბილისი. სტადიონი "მიხეილ მესხი"

საქართველოU16 - ირანიU16 1:1 (0:0)

გოლები: რიგი (43), ბუნტური (78)

გაფრთხილება: რიგი

მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი, დავით ჩიგოგიძე, ლევან ვარამიშვილი, შოთა ქუხილავა

საქართველოU16: ჩაფიძე, ბაღდავაძე (ბუნტური 42), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე (გაბედავა 78), ა.არველაძე (გელაშვილი 42), ჯობავა, ლაშხია, კერძევაძე, მესხი (შულარია 59), კობახიძე

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

ირანიU16: სეჯადი, ნასრი, ჯაფერი, ჰაგზადე, ჰოსეინი, ვეჯდანი (კეივანი 71), ბაზაჯი, ეზატოიაჰი (შოჯაქი 80), რიგი, ბაიოჯი (მაჰარამი 55), ჰაზამი

მწვრთნელი: ალი დოსტი

როგორც მატჩის შემდეგ ქართველი 16-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, გელა შეყილაძემ თქვა, მეორე ტესტ-მატჩი გაცილებით რთული გამოდგა. "ნელ-ნელა იკვეთება გუნდის ძირითადი ბირთვი, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ამ ბიჭებს, მომავალ წელს უკვე ოფიციალური ტურნირების თამაში მოუწევთ" - განაცხადა შეყილაძემ.

სფფ-ის პრესსამსახური

d
საშინელებაა, რაც ნაკრებში ხდება. თამაშის ხარისხია სამარცხვინო. ირანმა ტაქტიკა შეცვალა პირველი თამაშის მერე და ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ. პირველ თამაშშიც გვჯობდნენ. ჩვენ ვთამაშობდით ეზოს ფეხბურთს.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად