"ოქროს ურნის" მფლობელს იტალიაში 2003 წლიდან ავლენენ, აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოს მფლობელი სამჯერ ადრიანო გახდა
საქართველოში მსგავსი ნომინაციების გამოვლენა ცოტა საშიშია, მაგრამ საბედნიერეოდ, ყველგან ასე არაა, კერძოდ კი იტალიურ საფეხბურთო სამყაროში, სადაც უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად "ოქროს ურნის" პრეტენდენტებს ავლენენ - ანუ, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუცრუეს იმედები გულშემატკივრებს.

გამოვლინდნენ 2011 წლის ნომინანტებიც, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, "გამარჯვებულის" და "ოქროს ურნის" მფლობელის ვინაობა კიDდღე დღეზე გახდება ცნობილი. მაშ ასე, 2011 წლის "ოქროს ურნის" პრეტენდენტები არიან": კარვალიო ამაური (პარმა/იუვენტუსი), ფელიპე მელო (იუვენტუსი/გალათასარაი), ედუარდო (ჯენოა/ბენფიკა), მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი), დიეგო მილიტო (ინტერი), ადრიან მუტუ (ფიორენტინა, ჩეზენა), სანტიაგო სილვა (ველესი/ფიორენტინა), მაურო სარატე (ლაციო/ინტერი), ლუკა ტონი (იუვენტუსი), დიეგო ფორლანი (ატლეტიკო/ინტერი).

იტალიელი ჟურნალისტები უმალ შეეხმიანენ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს და მათ საინტერესო კომენტარები ჩამოართვეს - ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც გულშემატკივართა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ.

მაგალითად, მილოშ კრასიჩი, რომელიც "იუვენტუსში" თითქოს კარგად ჩაეწერა და თავიდან, გუნდის ლიდერადაც კი მოგვევლინა - თუმცა, ეს უფრო გასულ სეზონზე, მეტადრე პირველ ეტაპზე ითქმის, რომელიც სერბმა მართლაც რომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა, შემდეგ კი მკვეთრად უკლო და დღეს, არა ძირითადის, არამედ სათადარიგოთა სკამის უცვლელი ფეხბურთელია.

მოვუსმინოთ მილოშს:

"სულ რაღაც ერთი წლის წინ, "იუვენტუსის" მთავარი შენაძენი და იმედი ვიყავი, დღეს კი "ოქროს ურნის" პრეტენდენტი ვარ - ასეთია ცხოვრება და ასეთია ფეხბურთი, მთავარია, არ დავნებდე და კვლავ დავიბრუნო მოწინავე პოზიციები იმ გუნდში, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუ კი წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად მაინცდამაინც მე მაღიარეს, "პრიზით" ნამდვილად ვერ ვიამაყებ, მაგრამ აუცილებლად მივიღებ და მიზნად დავისახავ, რომ მეორედ, ასეთ გაუგებრობაში აღარასოდეს აღმოვჩნდე".

მართალია, ბოლო დროს, ადრიან მუტუ შესანიშნავად ათამაშდა და "ჩეზენას" გამოღვიძების მთავარი შემოქმედია, მაგრამ მთელი წელი რომ არაფერს აკეთებდა, იტალიაში ეს არ დავიწყებიათ. გამომდინარე აქედან, "ოქროს ურნას" ადრიან მუტუც "უმიზნებს" და ამის შესახებ კომენტარსაც კი აკეთებს: "მთავარია "ჩეზენა" ელიტარული დივიზიონიდან გავარდნას გადარჩეს და თუ გნებავთ, "ოქროს ურნას" ყოველ დღე მივიღებ. ისე, თუ ურნა მართლაც ოქროსია, მაშინ დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევანი ჩემზე შეჩერდება".

კიდევ ერთი და როგორც ამბობენ ფავორიტი ნომინანტი დიეგო მილიტოა, რომელიც თავის დროზე "ინტერის" მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ, დღეს კი აშკარად ჩრდილშია მოქცეული და თავის გუნდს ბევრი ვერაფერში ადგება - ბოლოს, სწორედ მის კომენტარს გავეცნოთ: "გადავხედე ნომინანტთა სიას და სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რადგან ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან მიწევს კონკურენცია.

იყო ასეთი მოთამაშეების გარემოცვაში, ნამდვილად საპატიოა და თუ საერთოდ გავიმარჯვე, ამას არაფერი აჯობებს",

"ოქროს" ურნის" მფლობელს იტალიაში 2003 წლიდან ავლენენ და ბოლოს, სწორედ გამარჯვებულთა სიას გადავხედოთ:

2003 - რივალდო (მილანი, ბრაზილია)

2004 - ნიკოლა ლეგროტალიე (იუვენტუსი, იტალია)

2005 - კრისტიან ვიერი (მილანი, იტალია)

2006 - ადრიანო (ინტერი, ბრაზილია)

2007 - ადრიანო (ინტერი, ბრაზილია)

2008 - რიკარდო კუარეშმა (ინტერი, პორტუგალია)

2009 - ფელიპე მელო (იუვენტუსი, ბრაზილია)

2010 - ადრიანო (რომა, ბრაზილია)

2011 - დიეგო მილიტო (ინტერი, არგენტინა)

P.S.

გუშინ გვიან გავრცელებული ცნობის თანახმად, 2011 წლის "ოქროს ურნას" დიეგო მილიტო დაეპატრონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე