ფრანგულმა პრესამ დაწერა, პარიზულმა კლუბმა "მილანის" 20 მილიონიან წინადადებას 7 დაუმატა და "ქალაქელებთან" შეთანხმებას მიაღწიაო
ჩვენი გაზეთი "მანჩესტერ სიტიდან" "მილანში" კარლოს ტევესის შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდა. ზოგს ის გადაწყვეტილიც კი ეგონა, მაგრამ... როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო.

საქმეში "პარი სენ-ჟერმენის" ჩარევამ თითქმის მოგვარებული ამბავი ეჭვქვეშ დააყენა. გუშინ ფრანგულმა პრესამ დაწერა, პარიზულმა კლუბმა "მილანის" 20 მილიონიან წინადადებას 7 დაუმატა და "ქალაქელებთან" შეთანხმებას მიაღწიაო. თუკი ეს ამბავი დადასტურდა, გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან ინგლისური გრანდის მესაკუთრე, შეიხი მანსური "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის, შეიხ ალ თანის ალალი ბიძაშვილია. როგორც ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, "ლურჯ-წითლებს" ახლა მხოლოდ არგენტინელის თანხმობის მიღებაღა აკლიათ.

ამ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე, "პარიზიენი" ლეონარდოს დაუკავშირდა და ტევესის შესახებ ჰკითხა. ბრაზილიელმა ფუნქციონერმა განაცხადა, მის შესაძენად არაფერი ჯერ გაგვიკეთებია, რადგან ვიცით, რომ კარლოსს "მილანში" თამაში სურს, მაგრამ მაინც ვნახოთო. როგორც ჩანს, კლუბის მესაკუთრეებმა მაინც გადაწყვიტეს იტალიელებს კრიჭაში ჩადგომოდნენ და ბედი ეცადათ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ "ლელო" აუცილებლად გაცნობებთ.

"პარიზიენი" პსჟ-ის კიდევ ერთ შესაძლო ხმაურიან ტრანსფერზე წერს: კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, დევიდ ბექჰემის პარიზული ტრანსფერი 99%-ით უკვე გადაწყვეტილია. წყარო ამტკიცებს, რომ ინგლისელ ვეტერანთან შესათანხმებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა. ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს 1,5 წლიან ხელშეკრულებაში 12 მილიონი ევრო შესთავაზა. აქვე გეტყვით, რომ ბექზის კონტრაქტი "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" უკვე ამოიწურა და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

თქვენი ნებართვით მეგავარსკვლავებიდან "რიგით პარისენჟერმენელებს" დავუბრუნდებით და მათზე მოგითხრობთ. ანტუან კომბუარეს გუნდს კლემან შანტომის იმედი იანვრამდე ვერ ექნება. ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მინდორს არ გაკარებია.

ამ დღეებში ნახევარმცველს ექიმებმა განუცხადეს, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას მხოლოდ იანვარში მისცემენ. ამრიგად, კლემანი მეგობრებს დოჰას შეკრებაზე შეუერთდება, რომელიც იანვრის პირველ ნახევარშია დანიშნული. იანვარს აღარ დაელოდება და ძირითად გუნდს ამ დღეებშივე შეუერთდება დიდი ხნის წინ ტრავმირებული გიიომ ოარო. მან მხრის ტრავმა 13 აგვისტოს, "რენთან" მე-2 ტურის შეხვედრაში მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო