ბაქოს "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძე, რომელსაც ტრიბუნიდან ნასროლი ქვა თავში მოხვდა და ტვინის შერყევა ჰქონდა, გუნდს დაუბრუნდა
გუშინ ქართველ ლეგიონერთა ნაწილის მონაგარი გაგაცანით. ჩვენებურებმა გასულ უქმეებზე, მეტი რომ არ ვთქვათ, ბევრს ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ დღეს უფრო დეტალურად გაგაცნობთ, ვინ რა ქნა ამ შაბათ-კვირას.

ლადო დვალიშვილის გოლის შესახებ გუშინაც ვწერდით: ქართველმა ფორვარდმა "ჰაპოელს" გაუტანა, მაგრამ ჰაიფას "მაქაბი" მაინც დამარცხდა - 1:3.

სერბეთში გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა - ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" 2:0 მოუგო. მერებაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრიაში "შტურმმა" საკუთარ მოედანზე "აუსტრია" 5:1 გაანადგურა, მაგრამ ამაში გიორგი ფოფხაძეს განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია, რადგან გრაცელთა შემადგენლობაში იგი 82-ე წუთზე გამოჩნდა.

იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "ვიჩენცასთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძემ 21-ე წუთიდან ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

შვეიცარიაში მხოლოდ ჩელენჯლიგის ბინადრის, "ბელინცონას" თავდამსხმელმა გიორგი ივანიშვილმა ითამაშა, რომელიც შინ "სენტ გალენთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში 73-ე წუთიდან ჩაერთო. სუპერლიგის "ქსამაქსის" ნახევარმცველმა ირაკლი ჩირიკაშვილმა კი შინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ "ბაზელთან" 1:1 დასრულებულ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ბაქოს "ინტერი" "გაბალას" ესტუმრა და 0:0 ითამაშა. დედაქალაქელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ. "ინტერს" დაუბრუნდა გუნდის ქართველი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელსაც, შეგახსენებთ, ლენქორანის "ხაზარის" ვაიგულშემატკივარმა ქვა ესროლა და თავი გაუტეხა. ცხადაძემ ტვინის შერყევა მიიღო და საქმეს რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ დაუბრუნდა. "ინტერს" 30 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ ბაქოს "ნეფთჩის" 4 ქულით ჩამორჩება.

ზემოთ ნახსენებ "ხაზარს" "ყარაბახი" ეწვია და უგოლო ფრით გაეყარა. სტუმართა რიგებში გიორგი ადამიამ 63-ე წუთიდან ითამაშა. ბაქოურ დერბიში აზალ-ი, სადაც ნუგზარ კვირტია თამაშობს, ლიდერ "ნეფთჩისთან" 1:7 განადგურდა. კვირტიამ სრულად ითამაშა და, გუშინაც გაუწყეთ, ავტოგოლი მიითვალა, ისევე, როგორც ალექსანდრე გოგობერიშვილმა, რომლის "თურანიც" სტუმრად "სიმურგთან" 1:2 დამარცხდა. გოგობერიშვილის მსგავსად, "თურანის" რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო ზურაბ ძამსაშვილმაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად