"გაგრას" 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა
"გაგრას" 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ლევან შარიქაძე დიდიხანს ითვლებოდა პერსპექტიულ მოთამაშედ, ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად იწვევენდენ, განიხილებოდა მისი ევროპული ტრანსფერის შესაძლებლობაც, მაგრამ არაათლეტურ მოთამაშეებს 21-ე საუკუნეში მხოლოდ "ბარსელონაში" ენდობიან, საქართველოში კი ჯანსუსტებს დიდად არ სწყალობენ. ლევანის ნაკლად კი სწორედ ის მიიჩნეოდა, რომ ათლეტიზმი აშკარად აკლდა.

არადა, ნიჭიერი მოთამაშე რომ არის, მოედანს ჩინებულად რომ ხედავს და მშვენიერი გადაცემები გამოარჩევს, ამაზე არავინ დავობდა.

წლევანდელ სეზონში შარიქაძე საუკეთესოდ წარმოჩნდა: მართალია, ათლეტიზმით ახლაც ვერ მოიწონებს თავს, მაგრამ შრომითა და მონდომებით ფიზიკურად მოღონიერდა, უფრო გამძლეც გახდა და მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, რასაც სათასო გოლებიც დაურთო. ერთი სიტყვით, როგორც ფეხბურთელი, აშკარად გაიზარდა.

დაინტერესებამაც არ დაახანა. ერთი თვის წინაც ვწერდით, რომ შარიქაძით "ზესტაფონი" იყო დაინტერესებული. გუშინ კი შევიტყვეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი და "გაგრა" უპრობლემოდ შეთანხმდნენ, ლევანმა კი პირადი კონტრაქტის პირობებიც გაარკვია.

"გაგრასა" და "ზესტაფონში" ამ ცნობას ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა დაჟინებითაც არ უარყოფენ, რადგან ზესტაფონში მალე საჯაროდ აპირებენ მოთამაშის წარდგენას. სამაგიეროდ, თავად ფეხბურთელს არ დაუმალავს სიახლე:

"დიახ, უკვე "ზესტაფონის" მოთამაშე ვარ, კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. გაორებული გრძნობა მაქვს, ერთი ის, რომ უნდა დავემშვიდობო "გაგრას", სადაც გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, კლუბთან, მის პრეზიდენთან, ბიჭებთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ასე ჯობდა, რაც კლუბშიც კარგად ესმოდათ და ამიტომაც გამიშვეს. "ზესტაფონში" გადასვლა ჩემთვის დიდი წინგადაგმული ნაბიჯია" - გვითხრა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ წლეულსვე, სეზონის ჩამთავრებამდე "ზესტაფონმა" 3-წლიანი კონტრაქტით უკვე დაიბევა გორის "დილას" 23 წლის ფლანგის ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

malxazi
ზესტაფონმა ძალიან კარგი შენაძენი გააკეთა.აი რას ნიშნავს სწორი სელექცია.ლევან შარიქაძე აუცილებლად იმსახურებს სანაკრებო შანსს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"