დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში გაირკვევა, ვინ იქნება მსოფლიოს რაგბის ხელმძღვანელი ორგანოს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში გაირკვევა, ვინ იქნება მსოფლიოს რაგბის ხელმძღვანელი ორგანოს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი.

კანდიდატურა ორია, მოქმედი პრეზიდენტი ფრანგი ბერნარ ლაპასე და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ბილ ბომონტი.

წესით, არჩევნები ოქტომბერში, ოქლენდში მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას უნდა გამართულიყო, მაგრამ ვინაიდან ვითარება ძალიან დაძაბული იყო, არსებობდა საფრთხე, რომ ვებ ელისის თასისთვის ბრძოლიდან ყურადღებას IRB-ში არსებულ დაპირისპირებაზე გადავიდოდა. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნები დეკემბერში ჩაეტარებინათ.

ლაპასეს, რომელსაც საყოველთაო მოსაზრებით მეტოქეზე მცირედი უპირატესობა აქვს, დიდი სურვილი გააჩნია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდეს. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია, რომ შვიდკაცა რაგბი 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში ჩართეს. ამან კი იმ ქვეყნებში, სადაც რაგბის დიდად არ სწყალობდნენ, სპორტის ამ სახეობის დაფინანსების გაზრდა გამოიწვია. რაც რაგბის გლობალური განვითარებისთვის უდავოდ კარგი ტენდენციაა.

"საუბარი ორ მამაკაცს შორის ბრძოლაზე კია არა, ორ მსოფლმხედველობაზე, რაგბის განვითარებასთან დაკავშირებულ ორ ხედვაზეა." - განაცხადა ბერნარ ლაპასემ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ყველაფერი იღონოს, რათა რაგბი განუხრელად განვითარდეს აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც.

ბილ ბომონტის ხედვა კი რადიკალურად განსხვავებულია. ის განვითერების წინაღობად რაგბიში არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.

საგულისხმოა, რომ თუ ბომონტი არჩევნებში დამარცხდება, ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწევს. ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა უკვე არსებობს, ესენია: ახალზელანდილეი გრემ მური და სამხრეთაფრიკელი ორეგონ ჰოსკინსი.

"მიმაჩნია, რომ მსოფლიოს რაგბიში არსებული პრობლემების გადაჭრა და ვითარების გაუმჯობესება შემიძლია. ეს არ იქნება იოლი. მაგრამ, ყველა ერთად თუ ვიმუშავებთ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ.

რაგბის მთელი ცხოვრება შევწირე. ალალად, პატიოსნად ვიმუშავე და მინდა, რომ, როგორც თამაში რაგბი კიდევ უფრო საინტერესო, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადო" - განაცხადა ბილ ბომონტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა