ბერნი ამბობს, რომ მისი შვილები ისე არ ხარჯავენ მამის ქონებას, როგორც ამას თავად ბერნი ისურვებდა
ბრიტანული გაზეთის "დეილი მეილის" ფურცლებზე ფორმულა 1-ის კომერციულმა ბოსმა ბერნი ექსლტოუნმა ისევ გამოთქვა უკმაყოფილება თავისი ქალიშვილების - 27 წლის ტამარასა და 22 წლის პეტრას ცხოვრების სტილზე. ბერნი ამბობს, რომ მისი შვილები ისე არ ხარჯავენ მამის ქონებას, როგორც ამას თავად ბერნი ისურვებდა.

"მე შევქმენი სპეციალური ფონდი ჩემი ყოფილი მეუღლისთვის და გოგონებს ამ თანხაზე ხელი მიუწვდებათ. იმედი მქონდა, რომ ისინი ამ ფულს გონივრულად გამოიყენებდნენ და აიწყობდნენ საკუთარ ცხოვრებას მომავალ შვილებთან და ოჯახთან ერთად. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა", - ამბობს ბერნი.

ბრიტანული ბულვარული პრესის ერთ-ერთი საყვარელი თემაა - ექლსტოუნის ქალიშვილების მიერ თანხების უაზროდ ფლანგვა. ტელევიზიით მინიტელესერიალიც კი გავიდა, რომლის სახელწოდება იყო - "ტამარა - მილიარდერის ქალიშვილი", მაგრამ ბერნი ნანახით უკმაყოფილო დარჩა.

"მე ვნახე ერთი სერია და ვუთხარი ტამარას - კარგია, თუ შენ მოახერხებ საკუთარი თავის ჩვენებას, მაგრამ ტელევიზია აჩვენებს იმას, რაც მას სჭირდება. შენ ფული გაქვს, მაშინ რაში გჭირდება ეს ყველაფერი?! ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ის სხვანაირად ფიქრობს. მაშინ საკუთარ თავს ვკითხე: რას გააკეთებდნენ მათი ასაკის სხვა გოგონები ასეთი ფინანსური შესაძლებლობები რომ ჰქონდეთ?", - აცხადებს ფორმულა 1-ის შეფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად