ახალზელანდიელ სპეციალისტს საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ახალზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი იქნება.

ამის შესახებ დღეს, "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ და ნაკრების უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა ისაუბრეს.

ნიჟარაძის განცხადებით, ახალი მწვრთნელის კანდიდატურის შერჩევაზე რაგბის კავშირი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, განიხილებოდა 60 კანდიდატი, საბოლოო არჩევანი კი ბრიტანელ, ფრანგ და ახალ ზელანდიელ მწვრთნელებს შორის გაკეთდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ინტერესების, მიზნებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, საუკეთესოდ ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი შეირჩა.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, არჩევანის ჰეიგზე შეჩერება, მნიშვნელოვანწილად, მსოფლიო სარაგბო სამყაროს არაერთი წონიანი ფიგურის რეკომენდაციამ განაპირობა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 20 დეკემბერს თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდება, მისი პრინციპი იქნება 2 წელს პლუს 2 ან 2 წელს პლუს 1 და პლუს 1.

ნიჟარაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში მოხდება მწვრთნელზე დაკვირვება, კონტრატქის გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, ახალმა შტაბმა წარმოადგინოს ოთხწლიანი გეგმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი განვითარებისა.

რაც შეეხება ანაზღაურებას, მილტონ ჰეიგი ყოველთვიურად საქართველოს რაგბის კავშირისგან 9 000 ევროს მიიღებს, სამწვრთნელო შტაბში მასთან ერთად იმუშავებენ, აგრეთვე, ზელანდიელი კრის გიბსი და ორი ქართველი სპეციალისტი - ილია მაისურაძე, რომელიც ამჟამადაც არის ნაკრების მწვრთნელი და ილია ზედგენიძე.

როგორც დღეს ითქვა, მილტონ ჰეიგს საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ჩანააცვლებს შოტლანდიელ სპეციალისტ რიჩარდ დიქსონს, რომელიც საქართველოს ნაკრებს გასული ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"

Jigaro
რომა, ნიჟარაძეს ნუ დაუკარგავთ მის მიერ გაწეულა სამუშაოს და ნამდვილ თავდადებას, ის ნამდვილად საგულაოდ არაა მოსული რაგბიში და ეს ამ სპორტში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან. ნეტა ასეთი პრეზიდენტი ყავდეს ფეხბურთის ან თუნდა ძიუდოს ფედერაციას...
roma
jamel,რაგბში ჩვენ მეორე ლიგაში ვთამაშობთ,გრანდები არც კი გვეთამაშებიან,ეს მხოლოდ მ/ჩ-ე ხდება,იქაც იძულებულები არიან გვეთამაშონ,ჩვენ გვჭირდება ისეთი ფედერაცია,რომელიც ყველაფერს გააკეთებს,იმისთვის,რომ ელიტაში ვითამაშოთ,სხვანაირად ვერ განვითარდებით.
Jamel
roma ნიჟარაძე არ აკეთებს გულავის მეტს არაფერს? :) რაგბის კავშირი მუშაობს მარტო გამართულად, მთელ ქართულ სპორტის სამყაროში...
roma
ძალიან კარგი,ჩვენ მარტო მ/ჩ-ზე გასვლა და იქ უმოტივაციო გამოსვლა არ გვინდა,ჩენ გვსურს 6-თა ერზე თამაში და აგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბება.ასევე კარგი იქნება თუ ბატ-ნ ნიჟარაძესაც თუ შეცვლით,ფედერაციასაც ახალი სისხლი ჭირდება.ეს კაცი რამდენი ხანია უკვე გულავის მეტს არაფერს აკეთებს.
giorgi
ამას ვუდვორდი არ ჯობდა ბევრად??
karlsoni
ეგებ ვინემ დაწეროთ რა კარიერა ქონდა ამ დალოცვილს:)
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"