"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის უეინ რუნის მეუღლეს კამერა 2010 წლის მაისში, ამერიკული პოპ-ჯგუფის, Black Eyed Peas-ის კონცერტზე მოპარეს
ამ დღეებში მანჩესტერის სასამართლოში იხილავდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის, 26 წლის უეინ რუნის მეუღლისთვის, კოლინ რუნისთვის მოპარული ფოროაპარატის სანაცვლოდ ფულის გამოძალვის საქმეს.

25 წლის კოლინს კამერა 2010 წლის მაისში, ამერიკული პოპ-ჯგუფის, Black Eyed Peas-ის კონცერტზე მოპარეს. კონცერტიც მანჩესტერში, MEN Arena-ზე გაიმართა. აპარატში ინახებოდა რუნების ოჯახური ცხოვრების ამსახველი უამრავი ფოტო. აქ იყო საკუთრივ უეინის, კოლინის, მათი ბიჭუნა კაის და სხვა სურათები.

სასამართლომ მოისმინა, რომ კამერა ხელში ჩაუვარდა მავან ლი პლატს რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კლუბის ოფისში დარეკა და ფეხბურთელის აგენტი, პოლ სტრეტფორდი იკითხა. პლატს ასისტენტი როზი ნიქსონი დაელაპარაკა. საუბარი იწერებოდა და სასამართლოზე ჩანაწერი წარმოადგინეს კიდეც. პლატმა ნიქსონს უთხრა:

"ჩვენ უეინ რუნის ფოტოკამერის მეხსიერება გვაქვს. აქ უნიკალური ფოტოებია. გადაღებულია ოჯახური წვეულებები, სახლი, ბავშვის დაბადების პერიოდი, კოლინის სიმთვრალე..."

პლატმა თქვა, რომ აგენტმა სტრეტფორდმა აპარატის სანაცვლოდ 200 ფუნტი შესთავაზა, მან კი თითო სურათში 100 ფუნტი ითხოვა. ამის შემდეგ, სასამართლომ მოისმინა, რომ პლატმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან ურთიერთობის მენეჯერ ბერი მურჰაუსსაც დაურეკა და კამერის სანაცვლოდ, თავიდან 1000 ფუნტი ითხოვა, შემდეგ კი 5 ათასზე ავიდა. მურჰაუსმა თქვა, რომ ის წინააღმდეგ შემთხვევაში, სურათების ყვითელი პრესისთვის მიცემით იმუქრებოდა.

პოლიციას შანტაჟისტთა რამდენიმე ზარი ეყო მათი ვინაობა, რომ გამოეთვალა და მოსალაპარაკებლად, შეხვედრაზე, თავიანთი აგენტი, ვინმე ჯეიმსი გაუშვა. პირველ შეხვედრაზე დაითქვა მეორე შეხვედრა, ამჯერად მავან სტივენ მალკოლმთან მანჩესტერის "მერიოტში", სადაც მალკოლმმა მიიტანა "ჩიპი", რომელზეც ოთხასზე მეტი ფოტო იყო ჩაწერილი. საინტერესოა, რომ პლატი დანაშაულს აღიარებს, მალკოლმი კი უარყოფს. სასამართლო გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"