კვირას, ბუნდესლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ბაიერნმა" შტუტგარტში 2:1 მოიგო და ამ შეხვედრას დიდი დისკუსია მოჰყვა
კვირას, ბუნდესლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ბაიერნმა" შტუტგარტში 2:1 მოიგო და ამ შეხვედრას დიდი დისკუსია მოჰყვა.

მიზეზი მიუნხენელთა ჰოლანდიელი გარემარბის, არიენ რობენისა და "შტუტგარტის" იტალიელი მცველის, კრისტიან მოლინაროს ორთაბრძოლების კასკადია, რაც პირველივე ტაიმში მოლინაროს მოედნიდან გაძევებით დამთავრდა. შვაბები 27 წლის რობენს სიმულანტობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, ჰოლანდიელი იდეალურად მსახიობობდაო.

დისკუსია, რა თქმა უნდა, მოლინარომ წამოიწყო: "რობენი სიმულანტობდა და მსაჯის პროვოცირებას ცდილობდა. მე ეს არ მიკვირს, რადგან იტალიაში ხშირად სიმულანტობენ, მაგრამ ფეხბურთელს გადაბმულად რამდენჯერმე ასე ესიმულანტოს, ეს პირველად ვნახე. რობენი კარგი მსახიობია და მიზანს მიაღწია კიდეც - მე გამაგდეს, "შტუტგარტი" კი კაცნაკლული დარჩა," - განაცხადა "იუვენტუსის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, რომელიც "შტუტგარტში" წელიწადნახევარია თამაშობს.

არის თუ არა არიენ რობენი მართლაც სიმულანტი? გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი და 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი მათიას ზამერი მოლინაროს ეთანხმება: "გასაკვირი არაფერია, რობენი ხშირად ცდილობს ხოლმე მსაჯის პროვოცირებას.

ჰოლანდიელი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, რაც სიმულანტობის საშუალებას აძლევს. თუ მის თამაშს კარგად დავაკვირდებით და ძველი შეხვედრების ჩანაწერებსაც ვნახავთ, გამოჩნდება, რომ რობენი ხშირად ელის ისეთ მომენტს, როცა უმტკივნეულო ფოლს თეატრალურად გააფორმებს," - აცხადებს 44 წლის ზამერი, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს მოლინაროს დარად მცველი იყო და სიმულანტებთან ორთაბრძოლები ხშირად უწევდა.

საინტერესო ის არის, რომ შტუტგარტელები აღიარებენ, მოლინარო გაძევებას იმსახურებდაო და ამას არც თავად იტალიელი უარყოფს, შვაბები იმის გამო ბრაზობენ, რომ 30-ე წუთზე, როცა "შტუტგარტი" კაცნაკლული დარჩა, რობენი ძალიან დიდხანს იწვა მოედანზე - თითქოს ფეხი სასტიკად ტკიოდა.

"ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი შტუტგარტელთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, ამ განცხადებებით გუნდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელები თავიანთ პრობლემებს გაურბიან და გულშემატკივრების ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სურთო. "რობენი არც მსახიობია და არც პროვოკატორი. მოლინარო თამაშის წესებს არღვევდა. არიენს უბრალოდ ძალიან არ უნდა, რომ კიდევ ერთხელ დაშავდეს, ტრავმებისგან ხომ ისედაც უკიდურესად დატანჯულია," - აცხადებს ნერლინგერი.

მართლაც: მორიგი, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმის მოშუშების შემდეგ, რობენი ორთაბრძოლებისას აშკარად ფრთხილობს ხოლმე. როცა ფეხებში უვარდებიან, ყოველთვის ცდილობს, მალე დაეცეს, ან სწრაფად ახტეს - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ტრავმის მიღების ეშინია.

...ან იქნებ მართლა მსახიობ-პროვოკატორია?

"ტრავმის მიღების ყველას გვეშინია, დაშავება არცერთ ფეხბურთელს არ უნდა. რობენი რომ იოლად შავდება, ეს ჩვენი ბრალი არ არის. ფაქტი ისაა, რომ არიენი ძალიან იოლად ეცემა ხოლმე და ხშირად, კონტაქტამდეც კი მინდორზე იშხლართება," - ეს შტუტგარტელთა ავსტრიელი ნახევარმცველის, მარტინ ჰარნიკის სიტყვებია.

სამაგიეროდ, "ლევერკუზენის" გარემარბი სიდნი სემი მიიჩნევს, რომ რობენი მსახიობი არ არის, რასაც "ნიურნბერგის" მცველი დომინიკ მაროც ეთანხმება, რომელიც ამბობს, ხანდახან სიმულანტობს ხოლმე, მაგრამ მსახიობი არაა, ბუნდესლიგაში მასზე გაცილებით უარესი სიმულანტები თამაშობენო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო