მეორე ბუნდესლიგაში "ფიურტის" ფეხბურთელმა ედგარ პრიბმა ცარიელ კარში შვიდი მეტრიდან ვერ გაიტანა
ორშაბათს, მეორე ბუნდესლიგის მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში (აინტრახტი-ფიურტი 0:0) წარმოუდგენელი და ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა: შეხვედრის მე-19 წუთზე "ფიურტის" 21 წლის ფეხბურთელი ედგარ პრიბი "აინტრახტის" მეკარესთან პირისპირ გავიდა, გასცდა და ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი შვიდი მეტრიდან ცარიელ კარში შეეგორებინა, მაგრამ... ბურთი ძელს მოარტყა! არადა, მანამდე მან ფრანკფურტელთა კარის დარაჯ ოკა ნიკოლოვს ბურთი თავსზემოთ მოხდენილად გადაატარა, დარტყმის მომენტში კი ხელს არავინ უშლიდა.

"არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ათიათასჯერ რომ დამარტყმევინონ, ასეთ მომენტში გოლს ათიათასივე შემთხვევაში გავიტან. მოკლედ, ამ მომენტმა უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მაქცია," - თქვა პრიბმა მატჩის შემდეგ.

"ზუსტად ვიცი, რომ ეს მომენტი წლის აბსოლუტურად ყველა სპორტულ შეჯამებაში მოხვდება და ნერვებს დამაწყვეტს. ამ მომენტის გამეორების ნახვა არ მინდა," - ეს კი "ფიურტის" მთავარი მწვრთნელის, მაიკ ბიუსკენსის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა