"ბილდი" წერს, რომ ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულებისთანავე ბერლინის "ჰერტასა" და მწვრთნელ მარკუს ბაბელის გზები გაიყოფა
"ბილდი" წერს, რომ ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულებისთანავე ბერლინის "ჰერტასა" და მწვრთნელ მარკუს ბაბელის გზები გაიყოფა.

ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ლევან კობიაშვილის კლუბის ხელმძღვანელები ჯერ არ ადასტურებენ, არადა, ბაბელის წასვლა გადაწყვეტილია.

ბოსები და გულშემატკივრები მარკუსით, როგორც მწვრთნელით, ძალიან კმაყოფილები არიან და მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაც სურთ, პრობლემა კი თავად ბაბელშია. მას "ჰერტასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს, რადგან სავარაუდოდ უფრო სარფიანი შეთავაზება აქვს, "ჰერტას" ხელმძღვანელები კი ვერ გარისკავენ და 39 წლის ბაბელს სეზონის ბოლომდე (მოქმედ ხელშეკრულებას ვადა სწორედ სეზონის ბოლოს ეწურება) ვერ დატოვებენ, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ როცა ფეხბურთელებს წინასწარ ეცოდინებათ მწვრთნელის წასვლის შესახებ, ისე აღარ მოინდომებენ, როგორც საჭიროა.

ამ ამბის გასაიდუმლოების მიზეზი კი ისაა, რომ "ჰერტას" სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე ორი მეტად მნიშვნელოვანი თამაში აქვს დარჩენილი. კობიაშვილი და კომპანია 21 დეკემბერს გერმანიის თასის მერვედფინალში, თავიანთ "ოლიმპიაშტადიონზე" "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობენ, მანამდე კი, 17 დეკემბერს ბერლინულ გუნდს ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრა აქვს "ჰოფენჰაიმთან".

აღსანიშნავია, რომ ბერლინელთათვის სათასო მატჩი უფრო პრიორიტეტულია, რადგან გამარჯვებისა და თასის მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში "ჰერტა" გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან 1 125 000 ევროს მიიღებს. ამ თანხას კი ბერლინელები ახალი მწვრთნელის ხელფასის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ.

ბაბელის სავარაუდო შემცვლელად გერმანიაში "ფიურტის" მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი სახელდება. ასე რომ, "ჰერტა" ბაბელთან განშორებას ალბათ სწორედ 21 დეკემბერს, "კაიზერსლაუტერნთან" შეხვედრის შემდეგ დაადასტურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად