ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თაყვანისმცემელთა შეკითხვებს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა Facebook-ის სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა თაყვანისმცემელთა შეკითხვებს.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ილაპარაკა თავის მუსიკალურ გატაცებაზე, კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი თავის საყვარელ სპორტსმენად დაასახელა, აგრეთვე აღიარა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ მისი ქალიშვილები მამის კვალს გაყვებიან.

"ბავშვობაში საცეკვაო მუსიკას ვუსმენდი, შემდეგ კი როკმა გამიტაცა. მომწონს AC/DC და ლენი კრავიტცი. ხანდახან პოპ-მუსიკასაც ვანიჭებ უპირატესობას. დღეისთვის ხშირად ვუსმენ ჯგუფ Bush-ის ლიდერისა და ჩემი მეგობრის - გევინ როსდეილის ალბომს.

ვინ არის ჩემი საყვარელი სპორტსმენი? ჩემს კერპად ყოველთვის მივიჩნევდი მაიკლ ჯორდანს. ასევე აღფრთოვანებული ვარ მოტომრბოლელ ვალენტინო როსით. ყოველთვის ვადევნებ თვალს მის გამოსვლებს და ვხარობ მისი წარმატებებით.

თუ ჩემი გოგონები ჩოგბურთში წასვლას გადაწყვეტენ, მე მათ წინ ვერ აღვუდგები. არ ვაპირებ მათი პროფესიის არჩევაში აქტიურ ჩარევას. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ, მე მათ ნებისმიერ შემთხვევაში მხარში დავუდგები", - დაწერა ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა