კალათბურთი. NBA. ტრანსფერები
საბოლოოდ დადასტურდა, რომ 34 წლის ვეტერანი ვინს კარტერი NBA-ის მოქმედი ჩემპიონის “დალას მავერიქსის” შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას. ეს მცველი "ფინიქსმა" დაითხოვა და ვინსმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. "მავერიქსის" რიგებში ის "ნიუ ჯერსიში" თავის ყოფილ პარტნიორს, პლეიმეიკერ ჯეისონ კიდს შეუერთდება.

ვარაუდობენ, რომ კარტერმა საშუალო დონის კონტრაქტი გააფორმა და ახალ სეზონში 3 მილიონ დოლარს გამომუშავებს.

კარტერის გარდა, "დალასმა" ვეტერანის მინიმალური ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო ფორვარდ ბრაიან კარდინას, რომელიც 1.3 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ასევე ერთი წლით გაიფორმა დელონტე უესტი, რომლის მიმართ დაინტერესებას "ბოსტონი" და "ლეიკერსი" გამოთქვამდნენ. შარშან უესტმა "სელტიქსის" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.6 ქულა და 2.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

და კიდევ, "დალასი" აპირებს გამოისყიდოს ორი მცველის - რუდი ფერნანდესისა და კორი ბრიუერის კონტრაქტები. შეგახსენებთ, რომ ესპანელი "მავერიქსში" 2011 წლის ივნისში გადავიდა "პორტლენდიდან", ბრიუერმა კი მოქმედი ჩემპიონის რიგები მარტში შეავსო და საშუალოდ 5.3 ქულა დააგროვა.

ფერნანდესის კონტრაქტის გამოსყიდვა იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" დაასრულებს წლევანდელ სეზონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nba
არ აპირებს გამოსყიდვას
nba
ფერნანდესი და ბრიუერი 2016 ცლის მეორე რაუნდის დრაფტის უფლებაში გაუცვალა დალასმა დენვერს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად