ბოლო მონაცემებით, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) ჩინეთში "დიდ პრიზზე" მიდის
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) ჩინეთში მიდის. მას გუშინაც დაუკავშირდნენ ძიუდოს ფედერაციიდან და სპორტსმენმაც განაცხადა, რომ ტრავმა ისევ აწუხებს, ტკივილებიც აქვს, თუმცა მაინც წავა ჩინეთში.

ის ადგილზე გააგრძელებს მკურნალობას ამჯერად უკვე ჩვენი ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის მეთვალყურეობით, რომელიც ჩინეთში გუშინ გაფრინდა ლომერ ჟორჟოლიანთან ერთად. შეგახსენებთ, რომ 16-18 დეკემბერს ქინგდაოში სეზონის ბოლო სალიცენზიო ტურნირი, "დიდი პრიზი" ტარდება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ცირეკიძე და ჟორჟოლიანი მიიღებენ მონაწილეობას.

ამჯერად იქ სხვების გაგზავნა უფულობის გამო ვერ ხერხდება, ამათი გაშვება კი აქტუალური დაძაბული შიდა კონკურენციის და რიგი სხვა ტაქტიკური მიზეზების გამო გახდა აუცილებელი (თუმცა ცირეკიძე ჩინეთში საკუთარი ხარჯით გადადის იაპონიიდან, სადაც მასპინძლებმა პერსონალურად მიიწვიეს ძიგორო კანოს მემორიალზე, როგორც მსოფლიოს წლევანდელი მედალოსანი).

ცირეკიძისთვის მნიშვნელოვანი იყო, საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესოში შესვლა, რითაც 14-15 იანვარს ალმათიში გასამართ მასტერსზე გამოსვლის უფლებას მიიღებდა; ორივეს ამოცანაა, ოლიმპიური რეიტინგის რვა მეწინავეს შორის დამკვიდრდეს, რაც ოლიმპიადაზე განთესვის წინაპირობაა... ცირეკიძის ტრავმამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა - ტოკიოში მესამე ადგილზეც გავიდა, 120 სარეიტინგო ქულაც მიიღო და ტოპ-16-შიც მოხვდა, ახლა კი ვნახოთ, საერთოდ შეძლებს თუ არა იქ ჭიდაობას. დავიტოვოთ იმედი, რომ დარჩენილ დღეებში ექიმი შეძლებს მის გამოჯანმრთელებას იმ დონემდე მაინც, თუნდაც გამაყუჩებლების ზემოქმედებით იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ კანოს ტურნირზე ცირეკიძე მეორე წრეში დაშავდა იაპონელ ტაცუკი მასუბუშისთან შეხვედრაში - ნეკნი იტკინა, თუმცა ფეხიც აწუხებს. ამის შემდეგ უზბეკ რამზიდინ საიდოვს გამაყუჩებლების გამოყენებით მოუგო, თუმცა ნახევარფინალში რუს სერგეი სამოილოვიჩთან საჭიდაოდ გასვლა ვერ შეძლო და მომავალ ჩემპიონს უბრძოლველად დაუთმო ფინალის საგზური. არადა, წლეულს ჩვენებურმა ორჯერ მოუგო მას - ევროპაზე და მსოფლიოზე.

ცირეკიძეს ფედერაციიდან გუშინწინაც დაუკავშირდნენ და უთქვამს, ხვალ (ანუ სამშაბათი იგულისხმება. ავტ) გამართულად სიარულს მაინც თუ შევძლებ, ჩინეთში ვიჭიდავებო. ეტყობა, მის გამოჯანმრთელებაში პროგრესი მართლაც არის და ამიტომ გადაწყვიტა ქინგდაოში წასვლა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩინეთში გამოსვლა ძალზე პრინციპულია როგორც ცირეკიძის, ისე - ჟორჟოლიანისთვის - ამით მათ დაძაბულ შიდასანაკრებო კონკურენციაში ბევრი რამეც შეიძლება გაირკვეს.

სადღეისოდ საერთაშორისო რეიტინგში ჟორჟოლიანი 620 ქულით XIII ადგილზეა, ოლიმპიურში კი გამოხშირვის წესით (რაც ქვეყნიდან მხოლოდ ერთ მონაწილეს ითვალისწინებს) ერთი საფეხურით წინაა - XII-ეა. ცირეკიძის მდგომარეობა ასეთია: 598 ქულა და XV ადგილი საერთაშორისო რეიტინგში, ოლიმპიურში - XIII. თუმცა ხვალიდან ჟორჟოლიანს 2009 წლის კანოს ტურნირის შედეგი გაუნულდება და ცოტათი უკან დაიწევს, ცირეკიძე გადაუსწრებს, ოღონდ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ჟორჟოლიანს დანაკლისის ანაზღაურება ჩინეთშივე შეუძლია.

ცირეკიძესთან დაკავშირებული ოპტიმისტური ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს პრობლემები მაინც არ ელევა - იაპონურ შეკრებაზე საუკეთესო რეიტინგის მქონე ამირან პაპინაშვილი (60) დაუშავდა. ის ტოკიოში ამსტერდამის ტურნირიდან გადაფრინდა, სადაც ვერცხლი მოიპოვა.

იაპონიაში მასთან ერთად შეკრებაზე კიდევ ოთხი ძიუდოისტი იმყოფებოდა, თუმცა იმათგან ერთი - მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი ტრავმის გამო ნაადრევად დაბრუნდა თბილისში, ახლა კი მის გზას პაპინაშვილიც დაადგა. მას წელიც აწუხებს, თუმცა მთავარი პრობლემა მენისკია, რომელიც იაპონელმა ექიმებმა დაუდგინეს. პაპინაშვილს გუშინ თბილისშიც გამოიკვლევდნენ, თუმცა ტრავმის სიმძიმეზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

პაპინაშვილს ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგი აქვს - მსოფლიოში მეექვსეა 788 ქულით, ოლიმპიურში კი სულაც მეხუთე, რადგან ორი იაპონელი უსწრებს ანუ ერთი მათგანი სიიდან ვარდება. მას მასტერსზე გამოსვლა რეიტინგით განაღდებული აქვს. იმედია, ამაში ტრავმა არ შეუშლის ხელს. ხვალიდან კანოს 2009 წლის შედეგი პაპინაშვილსაც აკლდება, თუმცა ამით რეიტინგში მისთვის ოდნავადაც კი არ იცვლება არაფერი.

საქმე ისაა, რომ იმ შეჯიბრებაზე მან 36 ქულა მიიღო, რაც შარშანვე გაუნახევრდა, ანუ 18 დარჩა. ახლა ეს შედეგი კი უნულდება, ოღონდ საუკეთესო ხუთეულში (შეგახსენებთ, რომ 100 და 50%-იანი ტურნირებიდან სარეიტინგო ჩათვლაში 5-5 საუკეთესო მაჩვენებელი შედის) სიაში კვლავაც 36-ქულიანი შეჯიბრის მაჩვენებელი ეთვლება, ანუ მისი განახევრებით ისევ 18 ქულა დაერიცხება. ამდენად, "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე" გამოუდის - ამ მათემატიკური აბრაკადაბრით მისთვის არაფერი იცვლება, 18 ქულის ნაცვლად კვლავაც იმდენივე დაეწერება.

ჩინეთში ჩვენები (იმედია, ცირეკიძეც შეძლებს ასპარეზობას) კვირას, 18 დეკემბერს იჭიდავებენ, ტურნირი კი 16-ში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა