27 წლის ვარიანელი მოკრივე საქართველოს ჩემპიონატზე ქვეყნის ჩემპიონი მეხუთედ გახდა
27 წლის ვარიანელი მოკრივე, რევაზ ქარელიშვილი ცოტა ხნის წინათ ზუგდიდში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მეხუთედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი დიდებს შორის. რევაზი 2006 წლის მერე საქართველოში პირველობას არ თმობს. მხოლოდ შარშანდელი ჩემპიონატზე ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან მთელი სეზონი გაუცდა ტრავმის გამო. დაბრუნება კი ჩემპიონმა კვლავაც ჩემპიონობით აღნიშნა.

- რევაზ, მთელი სეზონის გაცდენის მერე ალბად ძნელი იყო ისევ დაბრუნება საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, თანაც განსხვავებულ წონაში.

- დიდებში ჩემპიონობა 2006 და 2007 წლებში 75 კგ-ში მოვიპოვე, 2008 და 2009 წლებში კი 81-ში. შარშან ერევნის საერთაშორისო ტურნირზე თითი მოვიტეხე და მთელი წელი გამიცდა. ქვეყნის ჩემპიონატზეც ამიტომ ვერ გამოვედი. წლეულს რეაბილიტაციის კურსი კარგად გავიარე, მონდომებით ვივარჯიშე რინგზე დასაბრუნებლად და მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში 91 კგ-ში ვიასპარეზე, მაინც გავიმარჯვე - ფინალში მძიმე წონის შარშანდელ ფინალისტს ალექსანდრე კარტოზიას ვაჯობე. სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ეს გამარჯვება უფრო რთულად მოვიდა, ვიდრე განვლილ წლებში. გამოცდილებაც არცთუ მცირე როლს თამაშობს მიზნის მიღწევაში.

- ტრავმამდე სეზონი, საერთოდ, შენთვის კარგად მიდიოდა.

- დიახ, შიდა ასპარეზობების გარდა, ჩეხეთის საერთაშორისო ტურნირიც მოვიგე და ერევანშიც, ვიდრე ტრავმას მივიღებდი, პირველი ორთაბრძოლა ყაზახ სპორტსმენთან მოგებული მქონდა. იმედი მაქვს არც საერთაშორისო არენას დავუბრუნდები ურიგო შედეგებით.

- თუმცა, როგორც ნაკრების მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა თქვა, 91 და მძიმე წონაში ჯერ კიდევ მსოფლიო დონის ისეთი გრანდებს აქვთ ოლიმპიადის ლიცენზია მოსაპოვებელი, რომ შესაძლოა შენი და მძიმე წონაში ბახტიძის სალიცენზიო შეჯიბრებებზე წაყვანა არ მიიჩნიონ საჭიროდ.

- ფალიანის პოზიცია ჩემთვისაც ცნობილია და ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს ვთხოვ, ჩემს ძველ წონაში, 81 კგ-ში მომცეს ფავორიტებთან საკონტროლო შეხვედრის უფლება. მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და თავს არ დავზოგავ ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად.

- გამოდის, რომ ხელახლა მოგიწევს რამდენიმე კილოგრამის დაკლება, რამაც შეიძლება არასახარბიელო გავლენა იქონიოს სპორტსმენის ჯანმრთელობაზე და შედეგზეც.

- გაცდენილი სეზონის შემდეგ წონის შენარჩუნება 81 კგ-ში უწინდელივით მაინცდამაინც აღარ მიადვილდება, მაგრამ უარყოფითი გალენის თავიდან აცილება მიზანმიმართული და სწორი სავარჯიშო პროცესით შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს ამ წონაში ორჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვასილი
მევახშე, შეუმდგარი რომელმაც არც ადამიანად ივარგა და არც სპორტსმენად!!!
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...