"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ნახევარმცველი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ გონს მოგებას ამ უქმეებზე "არსენალის" ძლევით აპირებს
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი "ჩელსისთან" წაგების შემდეგ გონს მოგებას ამ უქმეებზე "არსენალის" ძლევით აპირებს და "მეთოფეებს", რომლებიც კვირას, საქართველოს დროით 20 საათსა და 10 წუთზე "ეტიჰედ სთედიუმზე" ესტუმრებიან, ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ისტლენდელებმა ორშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე" 2:1 წააგეს და ეს, მიმდინარე ჩემპიონატში მათი პირველი მარცხი იყო.

დასავლეთ ლონდონში ნაწვნევმა მარცხა "სიტის" ცხრილში გაურთულა საქმე - რობერტო მანჩინის გუნდი მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა ხუთი ქულის ნაცვლად ორი ქულით უსწრებს და თუ "არსენალთან" დაუცდება ფეხი, შესაძლოა ყველაფერი ყირაზეც დადგეს. ცნობისათვის: შაბათს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსის" მასპინძლობს.

მილნერმა თქვა: "ლონდონში წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ამ წაგების გამო "არსენალთან" თამაშს ორმაგი ფასი დაედო. ახლა ჩვენ ვალდებული ვართ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ის, რაც ორშაბათს დაგვემართა ჭკუის სასწავლებლად გამოგვადგება".

ისტლენდელთა არგენტინელმა მცველმა, 26 წლის პაბლო საბალეტამ კი თქვა, რომ "ჩელსისთან" წაგებამ "სიტის" უიღბლო კვირა დაასრულა - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღით ადრე ისტლენდელები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ.

"მოდი, მოწინააღმდეგეებმა ინერვიულონ. ჩვენ ლიდერები ვართ. გასული კვირა ცუდი გვქონდა - ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მერე "ჩელსისთანაც" დავმარცხდით, ახლა კი დროა მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ მოვატრიალოთ. "არსენალთან" თამაში საშუალებას გვაძლევს მორიგი უშუალო კონკურენტის ძლევით გავიმყაროთ პოზიციები როგორც ცხრილში, ასევე ფსიქოლოგიურად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის