"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენური გრანდის პირველი ფუნქციონერი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, მარკო როისის ყიდვა მინდაო
"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენური გრანდის პირველი ფუნქციონერი იყო, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, მარკო როისის ყიდვა მინდაო.

როგორც იცით, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და დორტმუნდელ მარიო გიოტცესთან ერთად, წლის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა. რუმენიგემ გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა როისზე და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ამჯერად მინიმუმ ერთი წლით "გლადბახში" დარჩენა ურჩია.

"ხანდახან ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მისწრებაა ის, რომ შედარებით დაბალი რანგის კლუბში დარჩეს, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. "გლადბახში" და სხვათა შორის, დორტმუნდის "ბორუსიაშიც", საიდანაც მარიო გიოტცე მოგვწონს, გაცილებით ნაკლები სიმძიმის წნეხია, ვიდრე ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კლუბებიდან "ბაიერნში" გადმოსვლისას მოთამაშე ასი პროცენტით მზად უნდა იყოს.

მოკლედ, როისს ვურჩევ, რომ მიონხენგლადბახში კიდევ ერთი წელი გაატაროს, მერე კი ჩვენ მის ტრანსფერზე სერიოზულად ვიზრუნებთ. მართალია, 17.5 მილიონი ევრო ძალიან დიდი თანხაა და "გლადბახი" დაკლებას არ აპირებს, მაგრამ თუ მარკო სწორად განვითარდება და პროგრესს განაგრძობს, მის სანაცვლოდ ასეთ დიდ თანხასაც გადავიხდით," - განაცხადა რუმენიგემ გადაცემა "ლიგა ტოტალში".

ხსენებულ გადაცემაში საუბრისას რუმენიგე სხვა არაერთ საინტერესო საკითხსაც შეეხო - მათ შორის ფიფას და მის მრავალგზის გაკრიტიკებულ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს.

"ფიფას პრეზიდენტს ბევრი ვერაფერი გავუგე, ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მისი მოშორება ძალიან ძნელი იქნება. მისმა შემცვლელმა კი ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს, - ამბობს კალე და იქვე დასძენს, - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბლატერს იმის გამო ვაკრიტიკებ, თითქოს მე მინდა ფიფას პრეზიდენტობა, ძალიან ცდება. უეფას ან ფიფას სათავეში ყოფნა არასდროს მინდოდა, რადგან ორივე უწყება ზედმეტად პოლიტიზირებულია, მე კი არ მინდა, რომ პოლიტიკასთან თუნდაც პატარა შეხება მქონდეს. ფიფა არ არის დემოკრატიული და ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიო ფეხბურთი დიქტატურით იმართება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა