არგენტინამ ნოჩიონი დაკარგა

ამერიკის ნაკრები კარგი განწყობით ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატს. ესპანეთის ნაკრებთან ბოლო რთული შეხვედრის შემდეგ, "დრიმ თიმმა" ათენში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ წაივარჯიშა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი 28 ქულით დაამარცხა.

სტუმრები სტარტიდანვე გავიდნენ წინ და შეხვედრის ბოლომდე არ დაუთმიათ უპირატესობა. პირველ ნახევარში ბერძნები ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს და 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ დიდ შესვენებაზე, მაგრამ მესამე მეოთხედის 14 ქულით წაგების შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

საბერძნეთმა მთელი შეხვედრის განმავლობაში 24-ჯერ დაკარგა ბურთი, გარდა ამისა, უსუსურად გამოიყურებოდა ფარქვეშ ბრძოლაში - ამერიკამ მასპინძლებს მოხსნებში 53:25 აჯობა, მათ შორის მეორე ტაიმში - 30:7. ბერძნებს შეუძლიათ თავი იმით იმართლონ, რომ მათ რიგებში არ უთამაშიათ ძირითად ცენტრებს - იანის ბურუსისსა და სოფოკლის შორცანიდისს, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებდათ.

საბერძნეთი-აშშ 59:87

14:22, 18:20, 12:26, 15:19

ს: ცარცარისი (24), ფოცისი (8), სპანულისი (7).

ა: გორდონი (18), დურანტი (15), როუზი (13), ლავი (10+13 მოხსნა).

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე სერიოზული დანაკლისი განიცადა არგეტინის ნაკრებმა. ამ გუნდს თურქეთში ვერ დაეხმარება ერთ-ერთი ლიდერი - ფორვარდი ანდრეს ნოჩიონი. "ფილადელფია სიქსერზმა" თავის კალათბურთელს პლანეტის პირველობაზე თამაშის ნება არ ართო.

ჯერ კიდევ ორი დღის წინ "სიქსერზის" მწვრთნელმა დაგ კოლინმა არგენტინელს მოუწოდა მაქსიმალურად დაეზოგა ძალება თურქეთის სტადიონებზე, გუშინ კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნოჩიონის ბოლომდე არ აქვს მორჩენილი ფეხი.

"ფილადელფიას" პრეზიდენტმა როდ ტორნმა დაადასტურა კლუბის პოზიცია, ასე რომ, არგენტინა ნოჩიონის გარეშე ითამაშებს.

"ჩვენს ექიმებს არ მოეწონათ გამოკვლევის ბოლო შედეგები და იძულებული ვართ უარი ვუთხრათ ნოჩიონის მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშზე. მას ძალიან უნდოდა თავისი გუნდის დახმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკი გაუმართლებელი იქნებოდა", - განაცხადა ტორნმა.

თუმცა ჯერჯერობით ნოჩიონი არგენტინის ნაკრების საბოლოო განაცხადიდან არ ამოუღიათ. შესაბამისად უცნობია, ვინ შეცვლის გამოცდილ ფორვარდს.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი თურქეთის ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს. წინასწარი გამოთვლებით, ტურნირის ჩატარების დროს ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 160 მილიონი ევროთი შეივსება - წერს ესპანური სააგენტო EFE.

ჩემპიონატის დღეებში თურქეთს დაახლოებით 100 ათასი უცხოელი ეწვევა. თითქმის 100 პროცენტით შეივსება სასტუმროები იმ ქალაქებში (სტამბოლი, ანკარა, იზმირი, ქაისერი), სადაც ტურნირის მატჩებია დანიშნული. გარდა ამისა, ტურისტებმა უკვე დაჯავშნეს სასტუმროს ნომრები მეზობელ ქალაქებში. მარტო ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაახლოებით 44 მილიონი ევრო შევა (უკვე ცნობილია, რომ ამერიკის საკალათბურთო ნაკრები თურქეთში საცხოვრებლად მილიონ ევროს დახარჯავს). ამ მომენტისთვის გაყიდულია ბილეთების საერთო რაოდენობის 80 პროცენტი.

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სპონსორის, კომპანია Turkcell-ის გამოთვლებით, კალათბურთის თითოეული ფანი საშუალოდ 400 ევროს ხარჯავს, რაც ორჯერ მეტია ფეხბურთის გულშემატკივრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთო დანახარჯი კი 15 მილიონ ევროს აღწევს.

მეორეს მხრივ, თურქეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზებისთვის 95 მილიონი დახარჯა, აქედან 80 მილიონი სპორტული ნაგებობების რეკონსტრუქციას მოხმარდა.

ლელო

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია