ტალინის "ფლორადან" წამოსული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ევროპაში წასვლასაც არ გამორიცხავს
ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორადან" წამოვიდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ესტონეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ორი წელი თამაშობდა, წლეულს ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა, გუნდი კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

სეზონის დასრულების შემდეგ კი ბეგლარიშვილს კონტრაქტი დაუსრულდა და "ფლორაში" დარჩენა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ ისურვა.

ზაქარიათი რუსთავის "მეტალურგია" დაინტერესებული, რაც კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ დაგვიდასტურა. თავად ფეხბურთელს კი სხვა ვარიანტებზეც დავეკითხეთ.

"ფლორა" კონტრაქტის მინუმუმ ერთი წლით გაგრძელებას მთავაზობდა, მაგრამ კარიერული წინსვლისთვის იქ დარჩენა არ მიღირდა. ესტონეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ ვერსად წავალ, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს.

ჩემი მენეჯერი რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დაინტერესებულები არიან "მეტალურგი", თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო". უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რომელი მათგანის ვარიანტია რეალური. თუმცა ევროპაში წასვლასაც არ გამოვრცხავ", - ამბობს ბეგლარიშვილი.

შევიტყვეთ, რომ ზაქარიას ზაფხულში კრაკოვის "ვისლა" იწვევდა, შემდგომ კი ზაპოროჟიეს "მეტალურგი", მაგრამ არც ერთ მათგანში არ ითამაშებს:

"ზაფხულში "ფლორამ" ტალინში, ოთხთა ტურნირზე კრაკოვის "ვისლასთან" ითამაშა და პოლონელებს მოვეწონე. მაგრამ კლუბმა არ გამიშვა, როგორც ვხვდები, ძალიან დიდი თანხა მოითხოვეს. კიდევ კარგი, ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და ხელს ვერ შემიშლიან, მაგრამ საკომპენსაციოს სახით ტალინელებს 60 ათასი ევრო მაინც ეკუთვნით.

იყო ლაპარაკი ზაპაროჟიეს "მეტალურგში" გადასვლაზე, მაგრამ კლუბი უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაშია, იქაური ფეხბურთიც დიდად არ მხიბლავს და უარი ვთქვი. მე ისეთ გუნდში მინდა გადავიდე, სადაც ვითამაშებ კიდეც და ფეხბურთიც ჩემთვის მისაღები იქნება - წინსვლისთვის გუნდისა და ქვეყნის სწორ შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა