თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში მილანში "ემპორიო არმანისთან" 53:88 განადგურდა
თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში მილანში "ემპორიო არმანისთან" 53:88 განადგურდა. "შარლერუამ" აპენინელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით დამარცხდა.,

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22:46 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ბელგიელთა მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი (12 ქულა, 5 მოხსნა) ანდრე რედიკს ჰქონდა, მასპინძელთაგან კი ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა.

შარლერუელებს ცხრა ტურში ორი გამარჯვება დარჩათ და ისინი ჯგუფში ჩარჩნენ. შენგელიას კლუბი ევროლიგაში ბოლო მატჩს 22 დეკემებერს, შინ, თელ-ავივის "მაკაბისთან" ჩაატარებს, რომელთანაც პირველ წრეში, ისრაელში 59:69 წააგო.

დღეს, მე-9 ტურის მატჩს გამართავს გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის " კანტუც". იტალიური გუნდი, რომელსაც საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრა უკვე განაღდებული აქვს, პირეოსში ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო