ქინგდაოს "დიდი პრიზზე" მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი გამოვლენ
დღეს ჩინურ ქინგდაოში ძიუდოისტთა სეზონის ბოლო შეჯიბრება - "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, რომელიც თან სალიცენზიო სტატუსისაა. იქ ჩვენგან მხოლოდ ორი კაცი იჭიდავებს და ორივე 100 კილოგრამში - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი. თუმცა ცირეკიძის საკითხი დიდწილად იმ ტრავმის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელიც წინა კვირას ტოკიოში, ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" გამოსვლისას მიიღო - ნეკნი და ფეხი იტკინა. მათ კვრას უწევთ გამოსვლა და, იმედია, იქამდე დარჩენილ დროში სრულად გამოჯანმრთელდება.

უკვე ჩატარდა წილისყრა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. ცირეკიძეც და მისი მომავალი მეტოქეც, უნგრელი ბალინტ ფარკაშიც პირველ წრეში ისვენებენ და ერთმანეთს მეორეში ხვდებიან. ცირეკიძე მოგების შემთხვევაში მერვედფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას, ტაჯიკ მუხამადმურად აბდურახმანოვის და ფრანგ მსოფლიოს პრიზიორ ტიერი ფაბრის სამეულის ორთაბრძოლაში გაირკვევა.

თუმცა მეოთხედფინალამდე ცირეკიძის მთავარი კონკურენტი მაინც კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი (ოღონდ 90-ში) ჰე-ტაე ჰვანგი გვგონია. ის 100-ში გადმონაცვლების შემდეგაც კარგად ასპარეზობს და დეკემბერში ორი ფინალიც იჭიდავა - კორეის მსოფლიოს თასზე და კანოს ტურნირზე, სადაც ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს.

ცირეკიძეს ასცდა მისთვის უხერხული მეტოქე, ჰოლანდიიდან ბელგიაში გადაბარგებული ევროპის ორგზის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი, რომელიც ბადის მეორე მხარესაა, ჟორჟოლიანისკენ, თუმცა მასაც ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება.

ჟორჟოლიანს მეოთხედფინალამდე არცთუ რთული ბადე აქვს - თავდაპირველად ისვენებს და მაროკოელ ადილ ფიკრისა და ამერიკელ შინტარო ჰიგაჩის შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება. გრანდები არც მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეებში არიან - ფრანგი სირილ მარეტი და ჩინელი დონგმინგ ჩაო, აი, მეოთხედფინალში კი მეორე მხრიდან, ალბათ, ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში გადმოვა, ვისთანაც ჩვენებური წლეულს პარიზში მსოფლიოს პირველობაზე დამარცხდა.

ამ წონაში ამჯერად რამდენიმე ისეთი ფალავანიც გამოდის, რომლებსაც კანოზე არ უჭიდავიათ. მაგალითად, იგივე ფან დერ ხესტი. სამაგიეროდ, ჩინეთში არც კანოს ტურნირის მომგები რუსი სერგეი სამოილოვიჩი ჩასულა და არც იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი. საერთოდ, მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ათეულის რამდენიმე წევრი არ ჭიდაობს, თუმცა ტურნირი მაინც ძლიერი შემადგენლობისაა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებს ჩინურ ტურნირზე რამდენიმე მიზანი ამოძრავებთ - გაარკვიონ დაძაბული შიდა კონკურენცია; მსოფლიოს რეიტინგში მყარად დამკვიდრდნენ მოწინავე 16-ეულში, რათა 14-15 იანვარს ალმატიში მასტერსზე გამოსვლის უფლება მოიპოვონ; რაც შეიძლება წინ წაიწიონ ოლიმპიურ რეიტინგში და მოხვდნენ საუკეთესო რვა ფალავანში, რაც ოლიმპიადაზე განთესილებში მოხვედრის საშუალებას მისცემთ.

ჯერჯერობით, ვიდრე ორ წელზე უფრო ადრე ჩატარებული შეჯიბრების შედეგი განულდება და ახალი რეიტინგი ოფიციალურად გამოქვეყნდება, ჟორჟოლიანი მსოფლიოში XIII, ოლიმპიურში კი XII ადგილზეა, ცირეკიძე, შესაბამისად, XV და XII.

ახალი რეიტინგი ქულებს მხოლოდ ჟორჟოლიანს ჩამოაკლებს, რომელიც ოდნავ უკან გადაინაცვლებს. ამდენად, ქინგდაოში წარმატებით გამოსვლა ორივეს ფრიად წაადგება.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად