ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ ხიზანეიშვილი: ნაკრებში ანჟიდან დავბრუნდები

ოთარ ხიზანეიშვილი: ნაკრებში ანჟიდან დავბრუნდები

პრემიერლიგაში დაბრუნებულ მახაჩყალის "ანჟის" კიდევ ერთი ქართველი დაემატა - გერმანიის მეორე ბუნდელიგის "აუგსბურგთან" საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ...

პრემიერლიგაში დაბრუნებულ მახაჩყალის "ანჟის" კიდევ ერთი ქართველი დაემატა - გერმანიის მეორე ბუნდელიგის "აუგსბურგთან" საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მცველი ოთარ ხიზანეიშვილი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში დაბრუნდა. ხიზანეიშვილი გერმანიაში გადაბარგებამდეც ასპარეზობდა რუსეთში და იქაურ გულშემატკივარს ჩვენებური დღემდე ახსოვთ.

"ანჟის" ხელმძღვანელობამ ქართველი ახალწვეულის მიმართ ქომაგების დიდი ინტერესი გაითვალისწინა და გადაწყვიტა, დაღესტნელთა გუნდის თავკაცი გაჯი გაჯიევი პრესკონფერენციაზე ოთარ ხიზანეიშვილთან ერთად მისულიყო. ჩვენებურმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

- თავდაპირველად, მოკლედ გვითხარით თქვენს წარსულზე...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო. ჯერ თბილისის "დინამოში" გამოვდიოდი, საიდანაც რუსეთში გადავედი, მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", ასევე "როსტოვში" ვთამაშობდი. რუსეთიდან გერმანიაში გავაგრძელე კარიერა, სადაც "ფრაიბურგსა" და "აუგსბურგში" ვასპარეზობდი. "ანჟიმდე" ნალჩიკის "სპარტაკში" ვიყავი სინჯებზე, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით და ნალჩიკი მალევე დავტოვე. ჩემს ტრანსფერზე აგენტმა გააგრძელა მუშაობა და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ერთ დღესაც აგენტმა დამირეკა და "ანჟის" ვარიანტი შემომთავაზა. მახაჭყალაში ტესტირებაზე ჩამოვედი და როგორც ხედავთ, უკვე ამ კლუბის წევრი ვარ.

- ეროვნულ ნაკრებში კიდევ თამაშობთ?

- 2009 წლიდან მოყოლებული, ტრავმებმა გამტანჯა და წელიწადზე მეტი გამიცდა. ახლა ნელ-ნელა ვიმაღლებ კონდიციებს. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ტელეფონით ვესაუბრე. ის დამპირდა - როგორც კი ჩვეულ ფორმას აღიდგენ, ნაკრებში დაბრუნების შანსს მოგცემო.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?

- გერმანიაში მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ყოველდღე დავრბოდი. ფიზიკურად კარგ კონდიციაში ვიყავი, მაგრამ "ანჟიში" თავდაპირველად მაინც გამიჭირდა. თუმცა ეს პერიოდი უკვე გადავლახე და ფორმას ნელ-ნელა ვიბრუნებ. ახლა უკვე შემიძლია ორი ტაიმი შეუცვლელად ვითამაშო.

- "ანჟიში" თანამემამულეები დაგხვდნენ და წესით ადაპტაცია არ უნდა გაგჭირვებოდათ...

- დიახ, ეგრეა. ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და გიორგი ილურიძე დამხვდა გუნდში. თანამემამულეთა გარდა, "ანჟის" ხელმძღვანელობის, მწვრთნელების თანადგომა უმალ ვიგრძენი და ადაპტაციის პერიოდი იოლად გადავიტანე. მათი დახმარებით მოკლე ხანში ჩვეულად ავთამაშდები და გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან.

- დაცვის ცენტრში უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ ფლანგზე თამაშისას?

- ვფიქრობ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე უფრო სასარგებლო ვარ. თუმცა ჩემთვის ფლანგზე თამაშიც არ არის უცხო.

- უკვე იცით, რას ითხოვს თქვენგან გუნდის თავკაცი?

- მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრი ჩემთვის გასაგებია. ის ხშირად მეხმარება, ფსიქოლოგიურად მამხნევებს ხოლმე, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.

- დაოჯახებული ხართ? შვილები თუ გყავთ?

- დიახ, ცოლ-შვილი მყავს. ისინი ჯერჯერობით მიუნხენში არიან.

- მახაჩყალაში სად ცხოვრობთ?

- ბაზაზე ვცხოვრობ. ასე ჩემთვისაც უკეთესია და ფეხბურთისთვისაც.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ფილმებს ვუყურებ, კომპიუტერით ვერთობი, "სკაპით" ჩემებს ველაპარაკები...

- რას ეტყვით თქვენებს დაღესტანზე, მახაჩყალაზე?

- სიმართლე გითხრათ, აქ ჩამოსვლამდე დაღესტანი სხვაგვარი წარმომედგინა. თუმცა ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი, რომ აქ ცხოვრებისა და მუშაობისთვის ნორმალური პირობებია. საცხოვრებლის გარდა, საფეხბურთო გაგებითაც კარგი პირობებია - ჩინებული ბაზა, სავარჯიშო და სათამაშო მოედნები... ასე რომ, დაღესტანში კარგად ვგრძნობ თავს.

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა