ფრანჩესკო ტოტი ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობს იმაზე, რომ კარიოერის სხვა გუნდში გაგრძელება მოუწევს
წარმოგიდგენიათ "რომა" ფრანჩესკო ტოტის გარეშე? - ან ფრანჩესკო ტოტი სხვა გუნდის მაისურით? - ვერც ჩვენ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის პუპონეს რომაულ კარიერასაც.

ეს დასასრული აშკარად მოაახლოვა ლუის ენრიკემ, რომელსაც "რომა" ხანგრძლივი დროით ჩააბარს და ამას კლუბის მესვეურები არ მალავენ - ესპანელმა იტალიის დედაქალაქში ახალი "ბარსელონა" უნდა შექმნას, რომელიც არა მარტო აპენინებზე, ევროპის მასშტაბით საუკეთესო იქნება. ლუის ენრიკეს გეგმებში ფრანჩესკო ტოტი არ ჯდება, ეს აშკარაა და ამას უკვე აღარც თავად ფეხბურთელი მალავს. მოვუსმინოთ ტოტის და შემდეგ განვავრცოთ თემა:

"ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ კარიოერის სხვა გუნდში გაგრძელება მომიწევს. მერწმუნეთ, ეს იძულებითი ფიქრია, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს. ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ლუის ენრიკეს გეგმებში ვერ ვჯები - ეს მართლაც ასე ჩანს და არ შემიძლია, რომ ჟურნალისტებს არ დავეთანხმო. თუ გუნდის სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, რომ პრობლემა ჩემშია, მზად ვარ გვერდზე გავდგე და ადგილი სხვებს დავუთმო".

ტოტის მიმართ კრიტიკამ მას შემდეგ იმატა, რაც "იუვენტუსთან" შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მისმა გუნდმა კი გამარჯვების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან - რა გასაკვირია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, კაპიტანი შეხვედრის ანტიგმირად მოინათლა. ჟურნალისტები ლუის ენრიკეს შეეხმიანენ და სწორედ ტოტის შესახებ ჩამოუგდეს სიტყვა:

"ტოტი "რომას" ლეგენდაა და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით - ამიტომ, მის აზრს უდიდეს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ტოტიმ მუდმივად ძირითად შენადგენლობაში იქნება. ფრანჩესკო გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია, დღეს ასეა და რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია".

იტალიელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ტოტის ისევე მოუწევს "რომადან" აბარგება, როგორც ალესანდრო დელ პიეროს "იუვენტუსიდან". ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის, რადგან ლუის ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, მათზე ვინც მოედანზე მთელი 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ირბენს.

ტოტი საუკეთესო პერიოდშიც არ განეკუთვნებოდა იმ მოთამაშეთა კატეგორიას, რომლებიც გაუჩერებლად დარბიან და მით უმეტეს ვერ ირბენს 35 წლის ასაკში. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უანს, რომ ტოტი დელ პიეროს კვალს დაადგება - ანუ, როგორც თავად ამბობს, სხვა გუნდში მოუწევს გადაბარგება. "პინტურიკიოს" მსგავსად, "პუპონეც" სხვაგან გადასვლაზე აკეთებს განცხადებას და არა კარიერის დასრულებაზე, ანუ, დიდია შანსი ვიხილოთ ის, რაც ვერ წარმოგვიდგენია და რაზეც თავშივე ვთქვით: ტოტი სხვა გუნდის მაისურით... მაინც სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ფრანესკომ? - ამაზე თვითონ ისაუბრებს და ბოლოს, კიდევ ერთხელ გადავცეთ მას სიტყვა:

"ერთი დანამდვილებით ვიცი, ვერასდროს ვითამაშებ "რომას" წინააღმდეგ და გამომდინარე აქედან, იტალიურ გუნდში ნამდვილად არ გადავბარგდები. თუ მაინც მომიწევს "ჯალოროსიდან" წასვლა, კარიერას საზღვარგარეთ, ალბათ რომელიმე ევროპულ გუნდში გავაგრძელებ.

დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს ინგლისურ პრემიერლიგაში, თუმცა რომელ გუნდში, დღეს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი სურვილია კარიერა "რომაში" დავასრულო, მაგრამ მომეცემა თუ არა ამის საშუალება, დღეს რთული სათქმელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა