ბერლუსკონის თქმით, კარლოს ტევესმა არჩევანი პრესტიჟსა და ფულს შორის უნდა გააკეთოს
კარლოს ტევესის "მილანში" შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა - ბოლოს, ამ თემას თვით "როსონერის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. სანამ სიტყვას დონ სილვიოს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტევესი არჩევანს "მილანსა" და ფრანგულ პსჟ-ს შორის გააკეთებს. მოვუსმინოთ ბერლუსკონის:

"ტევესმა არჩევანი უნდა გააკეთოს პრესტიჟსა და ფულს შორის - შეუძლია ითამაშოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ყველაზე ამბიციურ და ტიტულოვან კლუბში, ან აირჩიოს პსჟ და იყოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში. ვურჩევდი მას, რომ იყოს ამბიციური, გაიბრწყინოს "მილანში" და დაუმიზნოს "ოქროს ბურთს", რისი მოპოვებაც მას ნამდვილად შეუძლია. კარლოსი 27 წლის გახლავთ, სწორედ ის დროა, როდესაც საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს და ამისთვის, "მილანში" მას ყველა პირობა ექნება".

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ლომბარული გრანდის მესვეურები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მცველის გადაბირებას შეეცდებიან. ამის საჭიროება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მარიო იეპესმა მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. "გაძეტა დელო სპორტის" მტიცებით, უახლოეს მომავალში ადრიანო გალიანი ფლორენციაში ჩავა, რათა "ფიორენტინას’ მესვეურებს ჩეზარე ნატალის გადაბირების შესახებ ჩამოუგდოს სიტყვა.

ნატალი 32 წლის მცველი გახლავთ, რომელსაც ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც - "ფიორენტინას" შემადგენლობაში 55 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ხელშეკრულებას კი ვადა ზაფხულში ეწურება. გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ, ფლორენციელები ჩეზარეს სიმბოლურ ფასად შეელევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა