"კორიერე დელო სპორტი" "იუვენტუსის" ნახევარმცველს გაესაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში შეუდარებლად ასპარეზობს
ახალ წლამდე, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების კიდევ ორი ტური გაიმართება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთრის ჩემპიონი ან "იუვენტუსი" გახდება, ან "უდინეზე", ან "მილანი", ანაც "ლაციო".

მართალია, იტალიაში ზამთრის ჩემპიონობას იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, როგორსაც მაგალთად გერმანიაში, მაგრამ მაინც საგულისხმო ამბავია - სწორედ ამ საკითხზე, "კორიერე დელო სპორტი" "იუვენტუსის" ნახევარმცველს კლაუდიო მარკიზიოს გაესაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში შეუდარებლად ასპარეზობს...

- საშობაო შესვენებამდე ორი ტურია დარჩენილი, გახდება "იუვენტუსი" ზამთრის ჩემპიონი?

- ძალიან რთულია ამაზე დარწმუნებით საუბარი, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ზამთრის ჩემპიონობას სწორედ "იუვენტუსი" იმსახურებს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ვცდილობთ, თითოეულ შეხვედრაში სამი ქულა მოვოპოვოთ, ცხრილს კი უფრო ყურადღებით სეზონის ბოლოსკენ ჩავხედავთ.

- მომდევნო ტურში "ნოვარასთან" გიწევთ დაპირისპირება, შემდეგ კი "უდინეზეს" უნდა შეხვდეთ...

- "ნოვარასთან" პაექრობაში "იუვენტუსი" ფაორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამ ქულას იოლად მოვიპოვებთ. მართალია, მეტოქე სერია A-ში წელს აღზევდა, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. "ნოვარამ" "ინტერს" და "ნაპოლის" დააკარგვინა ქულები, ეს კი ბევრს ნიშნავს. ამიტომ, მაქსიმალრი ყურადრებით გვმართებს თამაში. რაც შეეხება "უდინეზეს", ეს გუნდი ტურიდან ტურამდე მაოცებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება სეზონის ბოლომდე. აღფრთოვანებული ვარ ფრანჩესკო გვიდოლინის მუშაობით, ფანტასტიკური სოეციალისტია.

- მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობთ და გუნდის ლიდრად ყალიბდებით...

- მე თვითონ გავირვეული ვარ იმით, რომ ამდენი გოლი გამაქვს და ბომბარდირთა დავაშიც კი ჩავერიე. ეს უფრო ანტონიო კონტეს დამსახურება მგონია, რომელიც ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს საიმისოდ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო. რეალურად,. "იუვეს" პროგრესის მთავარი შემოქმედი სწორედ მთავარი მწვრთნელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა